
სახლი მინდოდა მქონოდა.უბრალო,ხის და ისლის.
სასთუმლად-ნუშის ბაღნარი,საბნად-თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.
ავაშენებდი სალოცავს,გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.