daduli
თავადაც ფოტო მოყვარული ხარ?
ჯიჯი რეჯინი სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი გამოფენის შედეგით კმაყოფილია. რეჯინის ამჟამინდელი განწყობა სულაც არ ემთხვევა მის ძველ განწყობას. ძალიან ნერვიულობდა, მძაფრ კრიტიკას ელოდა და ამას განიცდიდა. მაგრამ ახლა ისევ ისეთივე ამაყი და ამბიციურია, როგორიც მანამდე იყო. ამის საფუძველს გამოფენა აძლევს. უკვე ფიქრობს, რა შეიძლება გააკეთოს ისეთი, რომ ამ პროექტზე ნაკლები არ იყოს.
„სიმართლეს გეტყვი. ვიცოდი, ქართულ ბომონდს გამოფენა ძალიან მოეწონებოდა. გამოფენა რეალურად იყო ძალიან ესთეტიკური ჩაცმით, განათებით, მუსიკით და საერთოდ შეფუთვით. თუმცა ჟურნალისტებისგან მაინც არ ველოდი ასეთ შეფასებას - დაამტკიცა, რომ განუმეორებელიაო. დადებითად შემაფასეს „ფარაჯანოვისტებმა“, რომლებმაც იციან, რა არის ხელოვნება და რომლებისგანაც რთულია კარგი მოისმინო. ახალი მათ არაფერი მოსწონთ. მათთვის ყველაფერი ახალი ვულგარული და სკანდალურია. ასეთი რამ ითქვა: არ შეიძლება ძველი ხელოვნებით სპეკულირებაო. ძალიან გამიკვირდა მეჩითოვის კომენტარი, რომელიც თქვენს გაზეთში წავიკითხე. ალბათ, ვერ ჩაწვდა, რომ მე ფარაჯანოვი არ გამიმეორებია, მე მას მივუძღვენი გამოფენა. ეს ორი სხვადასხვა რაღაცაა.
ჩემი არტი მივუძღვენი ფარაჯანოვს და არა მის შემოქმედებას. არ დაგავიწყდეთ. მე შემოქმედებას არ შევხებივარ. იქ იყო უდიდესი ემოცია ფარაჯანოვისგან, თუნდაც სტილისტურად, თუნდაც დინამიკით. ვერავინ შემედავება, რომ ეს იყო ფარაჯანოვის მოტივებზე გაკეთებული. მეჩითოვი ფარაჯანოვის მეგობარი იყო. ჩემი აზრით, მას უნდა გახარებოდა, რომ თემა ამოვწიე და აქტუალური გავხადე. სკოლებიდან ოფიციალური წერილები მოვიდა და ჩემ გამოფენაზე ორი დღის განმავლობაში მოსწავლეები მოჰყავდათ. მათ ხომ დააინტერესებთ სერგოს შემოქმედება? მეჩითოვის აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის. ის ფოტოგრაფია, მე ხელოვნებათმცოდნეებმა შემაფასეს.
მე ეს გამოფენა ორი რაღაცის გამო გავაკეთე: ერთი, რომ ჩემთვის ფარაჯანოვი გენიოსია და ნამდვილად ამოუცნობი ფენომენია, მეორე ის, რომ ახალგაზრდა თაობა დაინტერესებულიყო ფარაჯანოვით და ენახათ მისი ფილმები.
- ხელოვნებათმცოდნეებმა რა გითხრეს?
- ძალიან მრცხვენია, მაგრამ თქვეს, რომ ეს მაღალი ხელოვნებააო. მე შეფასებები ცოტა ბუნდოვნად მახსოვს, რადგან ეიფორიაში ვიყავი. ერთი ასეთი შეფასება იყო: ზუსტად შეიგრძენით და ის ხასიათი გადმოეცითო. არის ინდივიდუალიზმიო. მითხრეს, რომ აღმოჩენა ვარ და ყველაზე ახალგაზრდა მხატვარი, რომელიც ამ გამოფენით აღიარეს. ეს გამოფენა უნდა გავიდეს საზღვარგარეთ. არის მოლაპარაკებები ბერლინთან, პარიზთან და მოსკოვთან. ახლა თბილისის მოდის კვირეულზე ვარ ჩართული. სტილისტურად ვეხმარები ახალბედა დიზაინერ გოლას. მინდა წამოვწიო ახალი თაობა. გოლა ჩემთვის წლის აღმოჩენა იქნება. თავის დროზე თუ ბიჭოლა იყო, ახლა გოლა იქნება.
- ახლა რას აპირებ?
- ვთქვი, რომ „ამარტაში“, სადაც ჩემი პროექტები მაქვს, აღარ გადავიღებ კომერციულ შეკვეთებს-მეთქი. მართალია კრეატიულად და გლამურულად ვაკეთებ, მაგრამ ეს არ არის ხელოვნება. მოკლედ, ფოტოგრაფებზე კასტინგი გამოვაცხადეთ. მე ავიღებ ჩემს თავზე სტილისტიკას, მოდელების კასტინგს, ვიზაჟს, ოღონდ მე არ გადავიღებ და არ დაეწერება - გრეგორი რეჯინი.
- რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
- პირდაპირ გეტყვი, მე უკვე მრცხვენია ჩემი თავის. ფულის გამო არ შეიძლება რაღაცების კეთება. Facebook-ზე უცნობებისგან უამრავი წერილი მოვიდა: გამოფენა გააგრძელეო.
This post has been edited by PITA777 on 13 Feb 2011, 16:27
მიმაგრებული სურათი