მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით.
Ricoh XR-M და Ricoh XR-X, ორივე ერთი კამერაა, უბრალოდ სხვადასხვა ბაზარზე სხვადასხვა სახელი ერქვა. არის პლასტმასის და აქვს ავტომატური გადატენვა/გადახვევა. იღებს პროგრამულ და მანუალ რეჟიმებში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით იმას ვამჯობინებდი, რომელიც 42$ ღირს, რადგან ორი ლინზა მოყვება, თანაც ერთ-ერთი მაკროა მაგ ორიდან.
Ricoh XR-10 და სულ ბოლოს მოყვანილი Ricoh KR-10-იც ერთი და იგივე კამერაა. მაგათ გადატენვა/გადახვევა ხელით აქვთ, კარგი ლინზებითაა. ნუ კარგი რა, "სტანდარტული" 50 მმ-იანი ლინზითაა სწრაფი დიაფრაგმით. ეგეთი რაღაც აუცილებლად გჭირდება ჩემი აზრით, რა კამერაც უნდა იყიდო, ნებისმიერზე

აქვს როგორც Aperture Priority, ასევე მანუალ რეჟიმები. XR-10 რომელსაც აწერია, იმას ელემენტის ხუფი აქვს დაზიანებულიო წერია, თუმცა 25 დოლარად მაინც ნაჩუქარი ფასია.
Ricoh XR-1 თუ არ ვცდები სრული მანუალ კამერაა, ავტომატური რეჟიმების გარეშე, თუმცა როგორც ყველა წესიერ ფოტოაპარატს, ექსპონომეტრი მაგასაც აქვს. ყიდვისგან თავს შევიკავებდი, რადგან არ იცის პატრონმა, სინათლეს აპარებს თუ არა (თუმცა თუ პირდაპირ არ წერენ რომ "დატესტილია და მუშაობს უპრობლემოდ", არასდროს გაქვს გარანტია, რომ სინათლეს არ შეაპარებს).
Ricoh XR-P არის XR-M (XR-X)-ის წინაპარი, უბრალოდ არ აქვს ავტომატური გადატენვა და გადახვევა. მაგას ხელით ახდენ. სხვა მხრივ იგივეა. კონკრეტულად შენ რაც დადე, ორი ლინზა მოყვება, რომელიც ნორმალურ პირობებში ყველა საქმისთვის გამოგადგება. მაგრამ სტანდარტული 50 მმ f/1.7 ან 50 მმ f/2.0 დროთა განმავლობაში მაინც დაგჭირდება, ბოკე თუ გიყვარს, ან ცუდ განათებაზე გადაღება. საერთოდაც უზუმო ლინზა ყოველთვის ყველაფრით ჯობს ზუმიან ლინზას, რომელიც იმავე ფოკუსურ მანძილზე იქნება დაყენებული.
სად ვართ... ა ხო. Ricoh XR-500 არის იგივე KR-5, სრული მანუალია ავტომატური რეჟიმების გარეშე. თანაც შენ რაც დადე, იმას 135 მმ-იანი ლინზა აქვს, ეგ არ გამოგადგება. ტელეფოტო ლინზაა, "შორიდან მოაქვს"

Ricoh KR-30SP კარგი კამერაა, აქვს როგორც მანუალი, ასევე Program და Aperture Priority რეჟიმები. 50 მმ-იანი ლინზითაა და ყოველდღიურად გამოსადგომია.
Ricoh XR7 თითქმის იგივეა, რაც XR-10 (KR10), უბრალოდ არა აქვს Multiexposure რეჟიმი (ანუ ორ კადრს ერთმანეთზე რომ "დაადებ" და ისე გადაიღებ). სამწუხაროდ ვერ ვხედავ რა ფოკუსური მანძილები აქვს ლინზას. ეგ დასადგენი იქნება აუცილებლად, თორემ შეიძლება 200 მმ-იანი ებას და ვერაფერში იხმარო ყოველდღიურად

მე მაინც მგონია, რომ 50 მმ-იანი ლინზა დასაწყისისთვის ოპტიმალურია და კამერა თუ მოგეწონება, მერე უკვე შეგიძლია დაამატო ზუმ ლინზები. ისე იდეალური და მარტივი კომპლექტია ერთი 50 მმ-იანი, ერთი 28 მმ-იანი (ფართოკუთხიანი კარგია ქუჩებში, შენობებში) და ერთიც 135 მმ-იანი (გრძელფოკუსიანი კარგია საპორტრეტედ) ლინზა.
დაგეხმარე რამეში თუ უფრო აირიე?
* * *
უიჰ. მთავარი დამავიწყდა! KR-5-თან შედარება...
მე თუ მკითხავ, XR-M (XR-X) საერთოდ გამოვრიცხავდი, ფირიანი კამერა მაშინაა კარგი, როცა ხელით ვამუშავებ. XR-P, XR-M, KR-30SP, XR-7, XR-10 კარგია და KR-5-ს ჯობია იმიტომ, სხვადასხვა ვარიაციებში აქვს სხვადასხვა სახის ავტომატური რეჟიმი. იქნება ეს Program, Aperture Priority, თუ ორივე. ხანდახან გამოსადეგია ეგენი იმის მიუხედავად, რომ ძირითადად სწავლა მაინც მანუალზე ჯობს. XR-1 თითქმის იგივე უნდა იყოს, რაც KR-5-ია, მაგრამ თავს ვერ დავდებ. XR-500 ისედაც გასაგებია, რომ იგივეა.