http://go.ge/2011/09/29/nikon-v1-j1/Nikon V1 და J1 – უსარკო, კომპაქტური
Posted on 29/09/2011 by მირიან ტორონჯაძე
ნიკონის უსარკო სისტემის კამერები – V1 და J1 ალბათ ყველა ფოტომოყვარულს გაახარებს. შედარებით კომპაქტური კამერები აღჭურვილია 10.1 მეგაპიქსელიანი სენსორებით, შეუძლიათ 1080 პიქსელიანი ვიდეოს გადაღება (Full HD) და წარმოადგენენ კომპანიის პირველ კამერებს, რომლებიც 1 Nikkor -ის სისტემის ლინზებს იყენებენ.
კამერებს V1 და J1 აქვთ ISO მგრძნობელობის საკმაოდ დიდი შუალედი – ISO 100-დან ISO 3200-მდე, თუმცა ლიმიტი ესეც არ არის და 6400-მდე გაზრდის საშუალებაც არსებობს.
10-30 მმ-იანი ლინზით აღჭურვილი J1-ის ფასი 650 ამერიკული დოლარი იქნება. 3 დიუმიანი ეკრანი და 60 კადრი/წამში Full HD ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა მას საკმაოდ მიმზიდველ შეთავაზებად აქცევს. V1 კი 890 დოლარი ეღირება.
გაყიდვაში ორივე კამერა შემდეგ თვეში გამოვა, თუმცა ჯერჯერობით მისი ყიდვა მხოლოდ ამერიკის ბაზარზე იქნება შესაძლებელი.
აქვე, ამონარიდი ოფიციალური პრეს-რელიზიდან:
აპარატი Nikon 1 J1 არის მოდელი, რომელიც 75 წლიანი ისტორიის მქონე კომპანია ნიკონმა შექმნა იმისათვის, რომ რევოლუციურად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელმა შეძლოს მაქსიმალურად კომფორტულად და ხარისხიანად აღბეჭდოს ფოტოზე მნიშვნელოვანი მომენტები.
J1 არის კამერა, რომელსაც ობიექტივი ეცვლება და აქედან გამომდინარე მისი შესაძლებლობები თითქმის შეუზღუდავია. შეცვლადი ობიექტივები და მაღალი გაფართოების (HD) ვიდეოს გადაღება ის აუცილებელი ფუნქციაა, რომელიც ფოტოგრაფებს შესაძლებლობების ახალ ჰორიზონტებს უხსნის…
…მომხმარებლის მოთხოვნები დღითიდღე იზრდება, მსოფლიო კი ვიზუალური ურთიერთობებით არის გაჯერებული. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ფოტოკამერების ხარისხის ამაღლება. Nikon 1 J1 წარმოადგენს კომპანიის 75 წლიანი პროგრესის შედეგს და ამით განვითარების მწვერვალზე დგას. მაღალი ხარისხისა და პორტატულობის საუკეთესო ნაზავი – ეს არის J1.
* * *
imeretiაქ კაი ხანია დავძვრები

) წინა გვერდებზე შეგიძლია ჩემი ფოტოებიც ნახო

)