როცა თქვენ აპირებთ ფოტოს გადაღებას - კამერა ძირითადად ჩვეულებრივად (ჰორიზონტალურად) გიჭირავთ ,
რომელიც იძლევა მარცხენა ტიპის ფოტოს :

ახლა მარჯვენა ფოტოს შეხედეთ.
ასეთი სიგრძივი ფოტოს გადაღებისას, კამერა ვერტიკალურად გიჭირავთ . ეს ისედაც იცოდით, მაგრამ რომელი რა შემთვევაში გამოვიყენოთ?
ვერტიკალური ფორმა საუკეთესოა მაღალი ობიექტების (მაგ. ხეები, ადამიანები) გადაღებისას. ასევე ბილიკის ამ ფორმით გადაღება აცოცხლებს გზას, სიღრმის და შორი დისტანციის შეგრძნებას იძლევა, ხაზს უსვამს მიმართულებას.
პ.ს. თურმე ფსიქოლოგიური მოქმედებაც სხვადასხვა აქვთ ჰორიზონტალურსა და ვერტიკალურ ფოტოებს:
ჰორიზონტალური - უფრო სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნებას იძლევა,
ვერტიკალურით - უკეთესად გამოხატავთ ნაკლებ სტაბილურბას, დინამიკასა და აგრესიას.
* * *
გინდათ რაიმე განსხვავებული და უცნაური შექმნათ?
ასეთ შემთხვევაში , აბსტრაქტული ფოტოები კარგი არჩევანია.

ათასჯერ გადაღებული ობიექტი ან ადგილიც კი შეიძლება აბსტრაქტულად გამოაჩინოთ,
თუ მის რომელიმე საინტერესო და უცნაურ დეტალს ამოირჩევთ და მხოლოდ ამ დეტალს გადაიღებთ.
შეიძლება ისიც კი არ ჩანდეს რა ობიექტის ნაწილია, მთავარია სწორი ფრაგმენტი აარჩიოთ.
ეს ოსტატი , Ernst Haas დახეულ ბილბორდებიდან, და დაჭეჭყილ ლუდის ქილებიდანაც კი ქმნიდა აბსტრაქციას :

იმედია, გამოგივათ ფრაგმენტებში სილამაზის მოძებნა
This post has been edited by ვირჯინია on 23 Nov 2011, 00:39