გამარჯობა
ახლა ცოტა ფოტოს დამუშავებაზეც ვილაპარაკოთ, ოღონდ ზოგადად (რადგან შეიძლება ყველა სხვადასხვა პროგრამას იყენებდეს)
სანამ დამუშავებას დავიწყებთ ,
უნდა გვახსოვდეს :
* გააკეთეთ რაც შეიძლება ცოტა ოპერაცია, რომ მიხვიდეთ იმ ფოტომდე, როგორიც გინდათ. განსაკუთრებით თუ ფოტო ამოსაბეჭდად გინდათ (რადგან ყველა edit არღვევს ორიგინალი ფოტოს პიქსელების რაოდენობას).
* ყოველთვის გქონდეთ შენახული ორიგინალი ფოტოს ვარიანტი ხელუხლებლად. რომ თუკი მოგვიანებით თქვენი დამუშავებული არ მოგეწონათ, მოგეპოვებოდეთ ფოტოს ნამდვილი ვერსიაც.
* * *
ფოტოს დამუშავებისას (განსაკუთრებით თუ ახალბედა ხართ) , შეიძლება აღფრთოვანებული დარჩეთ იმ ფერებით, რასაც სხვადასხვა ოპერაციით იღებთ ფოტოს დასამუშავებელ პროგრამებში , მაგალითად ეს ფოტო

ფერების ბალანსს შეცვლით, რაღაცეებს დააჭერთ

(ძირითადად Saturation–ის ფუნქცია)
და გგონიათ ორიგინალური და განსხვავებული ფერები დაჯდა, თუმცა

ნუ იჩქარებთ და
დააკვირდით ხოლმე, როგორ მოქმედებს ეს ფერების ცვლილება დეტალებზე.(თორემ მიიღებთ ფოტოებს , სადაც ცხვირის წვერს მწვანე ფერი დაჰკრავს, შუბლი მოლურჯოდ პრიალებს და ა.შ.

)
This post has been edited by ვირჯინია on 24 Dec 2011, 14:28