მოკლედ მთელი თემა გადავიკითხე სხვა ფორუმებიც დავიკითხე იუთუბის განხილვები და რჩევებიც მოვირბინე და მაინც თქვენი დახმარება მჭირდება/

მოკლედ აქამდე ჩემი canon S90-ითაც ძალიან კმაკ ვიკავი ნუ ზღვაზე იქეთ აქეთ სამოგზაუროდ მსუბუქი და პატარა სამოყვარულოდ გადასარევად ვგრძნობდი თავს პროფესიონალობის ამბიციაც არ მაქვს.
ეხლა ერთი "პრობლემა" დამემატა. ბავშვი სკოლა სპორტი ზეიმები ა.შ ცუდი განათება და ამ ცუდ განათებაზე კიდე მოცეკვავე და მორბენალი ბავშვები. მოკლედ ჩემი შვილის არცერთი ზეიმის და დაბ დღის სურათი არ მაქვს ნორმალური სადაც ჩანს და გადადღაბნილი არაა. : D
ხოდა გაჩნდა აუცილებლობა დიიიდი update -ის როგორც ვგრძნობ და სავარაუდოდ პატარა კურსებიც გავლისაც

იმიტომ რომ რაც ვიკითხე და ვუყურე auto რეჟიმით ამ სიამოვნების მიღება გამორიცხული ჩანს ( ????) არც ლინზების ცვლა დამეზარება სავარაუდოდ და ფოტოგრაფიაც იმდენად მომწონს რაღაც რაღაცეების გაგება შესწავლაც არ დამეზარება არავითარ შემთხვევაში. მოკლედ მთავარია ის შედეგი მივიღო სურათებში საბოლოოდ რაც მინდა. + ხანდახან ვმოგზაურობ და ამ ამბავშიც უნდა გამოვიყენო წარმატებით.
ჯერჯერობით რასაც ვათვალიერებ ვერჩი საკმაოდ კარგ აპარატებს nikon D 600 და მისთანებს ... (რამხელა ნახტომია S90 დან

)
ხოდა არ ვიცი არ გადავყარო ტყუილად ამხელა ფული თAნ ვნერვიულობ იქნებ ჩემთვის ნაკლებიც საკმარისია და ა.შ და რჩევის მომცემი არავინაა მოკლედ... : ((((
ეს full frame sensor რომ უკეთესია მივხვდი მაგრამ APS-C სენსორი არ მეყოფა ჩემნაირს?? და ა.შ ,.... რას მეტყვით გამოცდილი ხალხი...

პ.ს მოძრავ ეკრანზე გაგიჟებული ვარ ისე მინდა ჰქონდეს :

ამიტომ D5200 ვუყურებ ნიკონს ეხლა .. და რა ვიცი.... ნუ თანხა სადღაც 2000 usd მდე არ მენანება უბრალოდ თუ არ მჭირდება ამდენის გადაყრა არ მინდა ტყუილად...
This post has been edited by NewName on 9 Dec 2012, 12:59