NewNameდამერწმუნე აზრი არ აქვს აქ მსგავსი კითხვების დასმას
რადგან თუ ვინმეს რომელიმე ერთი ურჩევნია ამ ორს შორის, უმეტესად არის უფრო სიმპატიის და ვიზუალის გამო და არა რამე ქმედითი ფუნქიის.
ეს ორი ბრენდი იმდენად ახლოა ერთმანეთთან რომ რავი. არცერთ კონკურენტ მოდელში დიდი განსხვავება არაა.
ერთადერთი უპირატესობა რაც გამოკვეთილად აქვს ქენონის მოდელებს არის ვიდეოს ხარისხი. გაცილებით კარგ ვიდეოებს იღებს.
დანარჩენი ყველაფერი ერთნაირად აქვთ მეტნაკლებად.
ასე რომ ჩემი რჩევა იქნება რომ ხელში დაიჭირო ორივე, რომელიც უფრო მოგეწონება და რომელსაც უფრო კომფორტულად იგრძნობ ხელში ის აირჩიე.
ვინ რამდენიც არ უნდა წეროს ერთი ჯობია თუ მეორე უმეტესად ეს იქნება სუბიექტური აზრები. ისევე როგორც ბანალურია მაგრამ მერსედესის და ბმვ-ს შედარება.