ჩვენ ხომ გიჟები ვართ.იცით? აქ მხოლოდ თეთრი კედლებია და არასდროს გვაინტერესებს რა არის მის მიღმა, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი წარმოსახვა არამარტო ამ კედლებს სცდება, არამედ მთელ სამყაროს და ბევრად უფრო მრავლისმომცველია, ვიდრე თქვენი, ყველასი ერთად...
თქვენ გიჟები ხართო - ასე გვითხრეს ერთხელ და სწორედ იქიდან დაიწყო ჩვენი თავისუფლი ცხოვრება...
დიახ, თავისუფალი... რადგან ეს კედლები ბევრს არაფერს ნიშნავს, დაგვერწმუნეთ...
ჩვენ არასდროს გვაქვს კალენდარი, რადგან ჩვენ თვითონვე ვწყვეტთ, როდის და რომელი დღე უნდა იყოს...
ჩვენ არასდროს ვუყურებთ საათს, რადგან დრო ან ჩვენი სურვილით მიდის, ან - საერთოდ გაჩერებულია.
თქვენ კი? თქვენ ყველაფერზე დამოკიდებული და გამოკიდებული ხართ... სულ გეჩქარებათ, სულ იბრძვით, სულ ერთმანეთს მტრობთ და ოცნებობთ თავისუფლებაზე, იმაზე, რაც ჩვენ ისედაც გვაქვს.
და მაინც, ჩვენ გიჟები ვართ...
გიჟები - რადგან არასდროს გვეშინოდა გვეთქვა ის, რასაც ვფიქრობდით...
გიჟები - რადგან არც ყავის ჭიქას ვჩიჩქნიდით თვალებით და არც კარტი გაგვიშლია მომავლის გასაგებად, ჩვენთვის ხომ მომავალს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, რადგან ვიცოდით, რომ შეიძლება ის სულაც არ ყოფილიყო.
ჩვენ გიჟები ვართ - რადგან არასდროს გვიცდია გვეცხოვრა სხვების მსგავსად და მიგვებაძა ვინმესთვის თავის დასამკვირდებლად. ჩვენი თავის იმედად ვმოქმედებდით მუდამ და თუნდაც განსხვავებულს, მაგრამ ახალ აზრსა და ხედვას ვქმნიდით.
ჩვენ გიჟები ვართ - რადგან შეგვეძლო გვეთქვა თეთრზე შავი მაშინაც კი, როცა ჩვენი განმსჯელნი მას საერთოდ წითლად ხედავდით...
და მაინც, ჩვენ გიჟები ვართ
მიმაგრებული სურათი