სევდა, რომელიც თვალებით დაგაქვს,
ჩამქრალ ვარსკვლავის შუქით ანთია
და ამქვეყნიურს არაფერს არ ჰგავს,
სევდა, რომელიც თვალებით დაგაქვს.
შორით ტრფიალი და შორით დაგვა
გამოუხსნელი, ალბათ, ხლართია.
სევდა, რომელიც თვალებით დაგაქვს
ჩამქრალ ვარსკვლავის შუქით ანთია.
This post has been edited by varisvincvar on 5 Mar 2014, 12:09
მიმაგრებული სურათი