არ მახსოვს ეს მედო თუ არა აქ. ნოემბერშია გადაღებული. პროჟექტორის დამაბრმავებელ შუქს ვეჭიდავებოდი ჩემი ფლაშით.

ესენიც ძველებია, თუ მედო უკვე მე მაპატიეთ განმეორებისთვის, არ მახსოვს.



როცა საქმე გიყვარს, ვერანაირი ამინდი ვერ შეგაშინებს გააკეთო ის რაც გინდა.



ეს მობილურითაა გადაღებული. არაჩვეულებრივი შეფერილობა ჰქონდა შენობებს ჩამავალი მზის შუქისგან არეკლილი.





* * *
$7K ფასიანი ჰასელბლად ლუნარი, რომელსაც კროპ სენსორი აქვს და 18-55მმ f/3.5-5.6 ლინზა ისე როგორც ყველაზე იაფიან დსლრ-ებს. ვინმეს გაქვთ სურვილი შეიძინოთ?

მობილურითაა, შემთხვევით წავაწყდი ვიტრინაში.
კრაისლერის შენობა და საჯარო ბიბლიოთეკის ლამპიონი, ხშირად მიწევს ხოლმე მანდ გავლა, სამსახურიდან როცა ვბრუნდები. უფრო სწორედ მაით გადავუხვევ ხოლმე თუ არ მეჩქარება.

ესეც იგივე შენობა სხვა რაკურსით

გრანდ ცენტრალი

ფანჯრებში ჩანს ტოშიბას საახალწლო განათება, რომელიც შიგნით იყო დამონტაჟებული, მაგრამ გარედანაც ჩანდა

ნიუ იორკის 3 iconic შენობა ერთად: მეტლაიფი, გრანდ ცენტრალი და კრაისლერის შენობა ერთ კადრში

გრანდ ცენტრალი შიგნიდან, ტოშიბას საახალწლო განათებით ფანჯრებზე, რომელიც მუდმივად იცვლიდა ფერებს და ფორმას
* * *
ეს პატარა კი არადა გიგანტური ძაღლუკა რკინისგანაა დამზადებული და კრისტის აუქციონზე შეფასებული იყო 35-55 მილიონ დოლარად. სულ რამდენიმეა დამზადებული და სხვადასხვა ფერში. ერთ-ერთ მათგანს სურათებზე ხედავთ. დადგავდა კაცი ისე ეზოში.


