***
დღეს ვფიქრობდი
და ვერ გავიხსენე,
ბოლოს როდის გადავხედე ფანჯრიდან ქუჩას,
ღია ფანჯრიდან - მთელ ქუჩას.
ორი ჟაკეტი საკიდზე,
ორი სილუეტი სარკეში...
მაგრამ ეს არ არის
ალკოჰოლისგან მიღებული გაორება -
შენი სიყვარული არ მავიწყდება.
ჩავიკეტე საკუთარ თავში.
დავკარგე დროის შეგრძნება.
...
ალბათ მთელი საუკუნე გავიდა მას შემდეგ,
რაც -
ვეღარც ქუჩაში გვხედავენ ხელჩაკიდებულებს,
აღარც ფანჯარაში ვჩანვართ ორნი.

პ.ს. ლექსის ავტორი - ნიკა ჩერქეზიშვილი.
This post has been edited by MaverickAbnormal on 4 Dec 2013, 21:24