
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ანრი კარტიე-ბრესონი 1908 წლის 22 აგვისტოს საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის პროვინცია შატლუში დაიბადა. ფოტოგრაფის შთაგონების წყარო ფრანგი რეალისტი ეჟენ ატჟე გახდა, რომლის შემოქმედებამ გადააწყვეტინა, ფოტოგრაფი გამხდარიყო.
.კარტიე-ბრესონის პირველი ფოტოგამოფენა ესპანეთში, 1933 წელს გაიმართა. 1936-1939 წლებში ის ფრანგი კინორეჟისორის, ჟან რენუარის ასისტენტი იყო. სწორედ მაშინ, კინოატმოსფეროს მძაფრი, თუმცა დადგმული სიუჟეტების შეგრძნებისას, ბრესონმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა, დოკუმენტური ჟანრის ფოტოგრაფიის ერთგული დარჩენილიყო.
1947 წელს კარტიე-ბრესონმა ფოტოხელოვან რობერტ კაპასა და ჩიმთან ერთად დამოუკიდებელი სააგენტო ”მაგნუმ ფოტო” (Magnum Photos) დააფუძნა.
ანრი კარტიე-ბრესონი მეოცე საუკუნის უდიდეს ფოტოგრაფად ითვლება, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ფოტოგრაფია ჰობიდან პრესტიჟულ პროფესიად იქცა. მთავარ პროფესიულ თვისებად ფოტოგრაფი ”უნიკალური მომენტის დაჭერას” თვლიდა. კრიტიკოსები ფოტოხელოვანის ნამუშევრების უმეტესობას შეუდარებელს უწოდებენ.
ანრი კარტიე-ბრესონი 2004 წლის 4 აგვისტოს საფრანგეთში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.