ttati1993რამდენიმე ფოტო შეგიძლია გადაიღო ექსპერიმენტისთვის? უკეთესად რომ შევაფასოთ სიტუაცია
ფოტოზე მენიუს ის პუნქტები დავნომრე რომლებიც უნდა გაითვალისწინო ექსპერიმენტული გადაღების დროს.
1. M - ხელის ექსპოზიცია (Manual Exposition) - ეს დააყენე M-ზე, დასატრიალებელი ღილაკი რომ აქვს კამერას თავზე. (მეოთხე სურათისთვის ეს დააყენე AUTO-ზე. ამაზე ქვემოთ)
2a - Shutter Speed -ფარდის სიჩქარე (ამაზე მოგვიანებით)
2b - Aperture - დიაფრაგმა (ამაზეც მოგვიანებით)
2c - ISO - სენსორის მგრძნობიარობა. ეს დააყენე 100-ზე - ISO 100
3 - Flash - ეს გამორთე - Flash OFF
4 - ექსპოზიციის კომპენსაცია - მიაქციე ყურადღება რომ ეს 0-ზე იყოს. მანუალზე როცა იღებ არ აქვს ამას მნიშვნელობა მაგრამ მაინც გაითვალისწინე.
5 - კრეატიული რეჟიმი - ეს დააყენე Standart-ზე
6 - ეს სასურველია შეცვალო RAW+JPEG ექსპერიმენტისთვის, რომ დაამთავრებ მერე შეგიძლია დააბრუნო ისევ FINE-ზე. RAW+JPEG მოგცემს 2 ფაილს თითოეულ გადაღებულ კადრზე და ორივე გამოგზავნე იმეილზე.
თეთრი ჩარჩოთი რომ მაქვს მონიშნული M.M. კითხვის ნიშნით ეგ ვერ მივხვდი რას აღნიშნავს.
სტაბილიზაცია ექსპერიმენტის დროს გამორთე - ხელის მტევანი რომ ახატია მარჯვენა ზედა კუთხეში, ON შეცვალე OFF-ით. რომ დაამთავრებ მერე დააბრუნე ისევ სურვილისამებრ.
დანარჩენი როგორც არის დატოვე ისე.
ეხლა კი თავად ექსპერიმენტზე. ცვლი მხოლოდ 2a და 2b-ს ანუ ფარდის სიჩქარეს და დიაფრაგმას. გადაიღებ 4 ფოტოს:
პირველი ფოტო გადაიღე 1/100 F/3.5
მეორე ფოტო 1/2000 F/3.5
მესამე ფოტო 1/100 F/16
მეოთხე ფოტო ავტო რეჟიმით - AUTO
ამ 4 ფოტოზე გექნება 8 ფაილი და გამომიგზავნე სუყველა. სასურველია დღისით გადაიღო გარეთ. 18-55 ლინზა გაქვს მგონი ხომ? F/3.5 პარამეტრზე რომ გადაიღო ლინზა დააყენე 18მმ-ზე.
ხო მართლა, სასურველია ერთი და იგივე სცენა გადაიღო, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს სიზუსტეს.
This post has been edited by z125 on 21 Mar 2015, 20:06