marisaxoხო ბოკე. რადგან ასეთი დაინტერესება გამოიწვია მოვძებნე ჩემი ძველის ტესტის ფოტოები და თანაბარ პირობებში ჩასაყენებლად ერთნაირ ზომებზე დავაყენე
ტესტებში გამოყენებულია ნიკონის 2 კამერა: D600 (FF კამერა ანუ ნიკონის ენაზე FX) და D7000 (ჩვენ ენაზე კროპი (ისე მე თუ მკითხავთ ყველა კროპია თუ მასზე უფრო დიდ სენსორიან კამერას ადრი), ნიკონის ენაზე DX). ტესტებში კამერები დამაგრებულია შტატივზე, რომლის პოზიციაც არ იცვლება. ასევე არ იცვლება სცენა, საგნებამდე დისტანცია და განათება. ორივე კამერაზე ერთი და იგივე ლინზაა გამოყენებული, კერძოდ ნიკონის 60მმ 2.8 მაკრო ლინზა. ექსპოზიციის პარამეტრებიც უცვლელია ყველა სურათზე, კერძოდ 1/40, f/3, ISO 1600.
ყველა ფოტო არის კამერის JPG ფაილები, პერსონალური ინფორმაცია ფოტოშოპითაა წაშლილი, სურათების რეზოლუცია დაყვანილია 1200 პიქსელზე.
1. D600 FX რეჟიმში, რეზოლუცია 1200x801. სამწუხაროდ ამ ფოტოში Vignette Control-ის გამორთვა დამავიწყდა გადაღების დროს, ამიტომ მისი ოდნავ მეტად განათებულობა სხვა ფოტოებთან შედარებით სწორედ მისი დამსახურებაა. RAW ფაილი კი მაქვს შენახული, მაგრამ მეზარება ახლიდან გაკეთება. იმედია გაგებით მოეკიდებით ამ საკითხს და არ იფიქრებთ რომ მისი განათებულობა FF სენსორის დამსახურებაა როგორც მეტი სინათლის მკრებავის

))

2. იგივე ფოტო რაც ზემოთაა ფოტოშოფით დაკროპილი DX-ის ზომაზე. რა თქმა უნდა Vignette Control აქაც ჩართულია. რეზოლუცია 1200x800

3. D600 DX (x1.5 კროპ) რეჟიმში, რეზოლუცია 1200x800, Vignette Control აქ გამორთულია. ამიტომაა ზემო ფოტოებთან შედარებით ოდნავ ბნელი.

4. და ბოლოს D7000 ანუ კროპ კამერით გადაღებული, რეზოლუცია 1200x795, Vignette Control უცნობია, სავარაუდოდ გამორთულია. როგორც წესი მე ეგ ფუნქცია სულ გამორთული მაქვს ხოლმე. პირველ ფოტოში რატომღაც დამრჩა ალბათ როდისღაც

)

ეხლა მითხარით რა განსხვავებას ხედავთ 2-ე, 3-ე და 4-ე ფოტოებში? არის თუ არა ერთი და იგივე გინდ განათება (Vignette Control არ დაგავიწყდეთ და გაითვალისწინეთ მისი ზემოქმედება, ნუ გამაწვალებთ და RAW ფაილს ნუ ამომაქექინებთ

) ) და გინდაც ბოკე? D7000-ით გადაღებულს რა თქმა უნდა მეტი ხმაური აქვს 1600 ISO-ზე მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს. D600-ს ერთ-ერთი საუკეთესო სენსორი აქვს და DxO-ს რეიტინგის მიხედვით 5-ე ადგილზეა ამჟამად. D7000 კი უკვე ძველი კამერაა თანამედროვე მოთხოვნებთან შედარებით, მაგრამ კვლავ ღირებული და საკმაოდ ძლიერი.