“ხშირ შემთხვევაში ჩემს ფოტოგრაფიას მძიმეს უწოდებენ და დეპრესიულად აღიქვამენ. თუმცა მე არ მჩვევია დეპრესიული ფოტოს გადაღება, პირდაპირი გაგებით, დეპრესიაც არასოდეს მქონია. მე ვიღებ ორ მდგომარეობას, რომელიც ხშირად დეპრესიაში ერევათ: პირველი - ეს არის მარტოობის განცდა, რომელსაც იწვევს გამოსახულება. ყოველი ადამიანი სიღრმეში მარტოა. ვინც არ უნდა გყავდეს გვერდით და ვისთანაც არ უნდა გქონდეს სულიერი სიახლოვე, მარტოობას მაინც ვერავინ გაექცევა. და მეორე - მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თავის თავთან მარტოა, რაც თავისთავად ცუდად ყოფნას არ გულისხმობს. უბრალოდ, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ადამიანი კონკრეტულ ემოციებს იწვევს და, აი, ამ ემოციების დაჭერაა ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი.
ფოტოგრაფია შესაძლებელია, რაღაც თვალსაზრისით, დეპრესიულიც იყოს, რადგან მე თვითონ ინტროვერტი ვარ. იმის მიუხედავად, რომ ძალიან კომუნიკაბელური გახლავართ, ერთი მხრივ, მეორე მხრივ, ძალიან ჩაკეტილიც ვარ. ფოტოგრაფია თითქოს მიბიძგებს უმეტესად სხვებით ვიყო დაკავებული, ვიდრე ჩემით.
ჩემი აზრით, დეპრესია ადამიანს ეხმარება, საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს. ასეთ სიტუაციაში ყოფნისას თუ ეს შეგიძლია, უკვე კარგია. როგორც წესი, დეპრესიას ცოტა მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე, სასურველი კი ისაა, რომ ადამიანები საკუთარ თავს ჩაუღრმავდნენ და მასში თუ მის გარეთ პოზიტივს ეძებენ”.
2002-2005 წლებში მუშაობდა გაზეთ “24 საათში”. 2005 წლიდან 2012 წლამდე - ჟურნალ “ცხელ შოკოლადში”, ხოლო 2009 წლიდან ჟურნალ “ლიბერალთან” თანამშრომლობს. არის რამდენიმე საერთაშორისო ფოტოგამოფენის მონაწილე.
მიმაგრებული სურათი
ადამიანებს უფრო მეტად უნდა დააკვირდე, თვალს თუ არ მოაცილებ, მიხვდები, ზოგჯერ მათ არ იციან, რა საჭირდებათ.
ეს ყველაზე დიდი შანსია, შეგიძლია ისეთი რამ შეაკეთო, რაც შენს ველოსიპედს არ ჰგავს, შეგიძლია ადამიანს დაეხმარო.