- ვეღარ გხედავ, სოსოია, ვკვდები, ბიჭო, მგონი... - ბეჟანა ისევ მიესვენა ხატიას კალთაზე.
- არ მოკვდე, ბეჟანა, არ მოკვდე, შენი ჭირიმე, შინ რა ვთქვა. ბეჟანა, ჩემო ბეჟანა, რა ვუთხრა ხალხს, გეყურება ჩემი, ბეჟანა, არ გრცხვენია, ბიჭო, რა ვქნა ახლა მე, ბეჟანა, მიყურე აგერ, მიყურე, - ვქვითინებდი მე.
- სუ, სოსოია, სუ, ნუ გეშინია, მზე ჩავიდა? - მკითხა ბეჟანამ.
- არა, ბეჟანა, არ ჩასულა.
- ხატია, შენ ხედავ მზეს? - ხატია ტიროდა, იგი ვერაფერს ვერ ხედავდა.