მეგობრებო, კითხვა-პასუხის თემაში ვიკითხე და მგონი კაციშვილი არ შედის იქ, ამიტომ აქ დავწერ.
მოკლედ, მთელი ზაფხული თითქმის გაჭრილი ვარ ტყედ და ველად, ხშირად უბილიკოდაც მიწევს ხოლმე სიარული, რაც არის ძალიან რთული, მით უმეტეს როცა 10-12 კგ-იანი ჩანთა გაქვს აკიდებული. აქამდე დამქონდა Canon EOS 1200D, მაგრამ ასეთ პირობებში სატარებლად არის ძალიან მძიმე და მოუხერხებელი,
ჩემთვის თითოეულ გრამს აქვს დიდი მნიშვნელობა და მთავარი მოთხოვნაა გაშლილ სივრცეებში ლანდშაფტების ფოტოები რომ გამოვიდეს ხარისხიანი.
200$-ის ფარგლებში თუ შევძლებ რამე ნორმალურის დათრევას?
* * *
მარა აქ ნორმალური ხარისხით ატვირთვა მაინც ვერ დავამუღამე :დ