............
ამ ფოტოს გადაღების პერიოდი დაახლოებით ის დრო იყო როცა რაღაც მაინც მიხაროდა , დიდი დრო გავიდა

ფოტოებზე რაიმეს აღბეჭდვა ძალიან საინტერესო რამ ყოფილა , ადრე არ მიფიქრია ამაზე იმდენად რამდენადაც ახლა
ადამიანებს ცხოვრება ცვლის,რას ემსგავსებიან თვითონაც ვერ ხვდებიან , როცა ხვდებიან იმდენად შორს არიან გასულები აზრი აღარ აქვს ფიქრს(
მე კიდე ბოლო 3 წელია მანგრევს და მაინც არ ვიცვლები , ზუსტად ამ არ შეცვლის გამო მოხდა ბევრი ცუდი რამ მაგრამ მოხდა და დრო უკან ვერ დაბრუნდება
რაც ხდება ხოლმე ალბათ ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ გაიგო შენი სული , სულიერი კავშირების სიძლიერის , გაიგო რომ არამატერიალური რაღაცეები დღეს აქ კი არ ფასობს, პირიქით არავის ესმის და ცუდად იყენებენ ამ ფაქტს
ხალხს სხვა რამე სჭირდება
ბევრი ტყუილი და ხელოვნურობა რომ თავი კარგად აგრძნობინო , რაც ჩემში არ ზის
არასდროს არ გამიკეთებია ისეთი რამ რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა "ხელოვნურად" "ძალით"
იმედი მაქვს ისეთი მონსტრი არ გავხდები რომ ოდესმე ეს მომიწიოს, რადგან მე მე აღარ ვიქნები
ძალიან რთული დროა , ბევრი რამ მასწავლა
ფოტოები კი იმით არის კარგი რომ , იქმნება სივრცე სადაც სამუდამოდ აღბეჭდავს რაღაცას ან ვიღაცას , ისეთს როგორიც იმ კონკრეტულ მომენტშია