სუსხი და სითბო ერთდროულად რომ აგივლის და ჩაგივლის, ისეთი გრძნობა მოაქვს ამ კადრს. ყველა შესუნთქვაზე რომ ფილტვები გეწიწკნება, ამოსუნთქვისას რომ ორთქლმავალივით ბოლს ტოვებ საკუთარ ნაკვალევზე.
სადღაც შორს რომ არის სახლები და იმედი გაქვს, იქ მიხვალ, გათბები, სულს მოითქვამ, ვიღაცას დაელაპარაკები.
მიუახლოვდები და ნახავ, რომ ჩონჩხიღაა დარჩენილი, იატაკიც აღარაა, სკამიც აღარაა, იძულებული ხარ ჩატეხილ კიბეზე ჩამოჯდე და სიმწრით ამოიხრო

რაღაც მომენტში "ივან დენისოვიჩის ერთი დღის" ძვლებშიგამჭოლი უიმედობაც შეიძლება შეიგრძნო... მაგრამ უცებ ხის კედელზე ვიღაცის ამოკაწრულ ინიციალებს მოკრავ თვალს და...
