Z-ownerროგორ "ვბრაზობ" ჩემს თავზე ვერ წარმოიდგენ, როგორ ვერ გამოვიცანი?!
მეთქი გავალ ახლა ავტოფარეხში და ერთი მოზრდილი რეზინის ჩაქუჩი მაქვს, ავიღებ და იმ თითებს დავცხებ, რომლებმაც ამდენი შტერობა დამაწერინათქო.
ორი კომპრესორი მაქვს და ეგენიც ორი.
მაგრამ გადავიფიქრე თვითდაზიანება, როგორც იქნა გათენდა აქ, ჩალაგებული მაქვს მანქანაში სათევზაო აღჭურვილობა, ისე, სულ იქ არიან, სათევზაოდ უნდა წავიდე.
როცა წასული ვარ სათევზაოდ, მეუღლეს თუ შეეკითხნენ, სად არის გიორგიო.
-წავიდა ხალხის ნერვების მოსაშლელადო.
რა ჩემი ბრალია, სხვები ვერ იჭერენ, მე კიდევ ტყაპატყუპით ამომყავს კალმახები.
-ნუ თევზაობ ხალხმრავალ ადგილებში, თორემ გესვრის ვინმეო.
პ.ს. მაგ ხელსაწყოს და კომპრესორების სურათბს საღამოს გაჩვენებთ.
* * *
<<ეგოისტკა>>მაგნიტით მაგრდება მეტალზე, შეიძლება ფოტოეფექტზე გასანათებელი ნივთია?
This post has been edited by elchi on 26 Feb 2020, 19:51