elchiთავისუფლად შეიძლება სუნამოს ფლაკონი იდოს, მაგრამ არა, არ დევს

მინიშნება:
ყუთში დევს ნივთი რომელიც საყოველთაო მოხმარების საგანს წარმოადგენს, ცნობილია მისი მრავალი ფორმა, ზომა, გაფორმება. ასევე მრავალფეროვანია მის დასამზადებლად გამოყენებული მასალაც: ხე, თიხა, სადაფი, კერამიკა, ოქრო, ვერცხლი და სხვა. შესაბამისად ხარისხი და ფასი განსხვავებულია.
პირველი ნიმუშები ქვისხანიდან მოგვეპოვება. დროსთან ერთად განიცადა ცვლილებები, მაგრამ თავდაპირველი ფორმა ასე თუ ისე შეინარჩუნა.შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან... გამოიყენება თითქმის ყველა კულტურაში.
ბოლო პერიოდია რაც ჩვენთან ძალზედ აქტუალურ თემად იქცა.
თუმცა გამოსაცნობი ნივთი უჩვეულოდ სახეცვლილია, დაკარგული აქვს პირველადი დანიშნულება და სულ სხვა ფუნქცია აქვს. გამოიცანით ნივთის ახალი ფუნქცია.