<<ეგოისტკა>>რეები მაქვს ახალგაზრდობაში გაკეთებული?!
ბიძაჩემი სატვირთო მანქანის მძღოლი იყო, დაუჯდებოდა აკუმულატორი და ჩვენს ეზოზე უნდა დაეგდო.
მე და ძმაკაცი ვშლიდით და ჩვენით ვასხავდით საფანტს.
თოფის წამალი, კაპსულები/პისტონები და პიჟები თბილისიდან ამქონდა.
რამოდენიმე წლის წინ მომივიდა კამათი ერთ ჩემნაირ ჩიტირეკიასთან.
ყველაფერი გცოდნია და შენით რატომ არ ტენი ვაზნებსო?
ვერაფრით ვერ გავაგებინე, რომ დრო=ფულია.
მოდი დავიანგარიშოთ, რაც მე მაგის გაკეთებაში დრო უნდა დავხარჯო, მირჩევნია უკვე საიმედო კომპანიის დამზადებული ვიყიდო, შენ კიდევ ზიხარ მთელი ღამე და ტენი, ფასით ვაზნა ორივეს იგივე გვიჯდება.
შენ უსაქმური ხარ, მე კიდევ მაგდენი დრო არა მაქვს.
ვინ არის ახლა მართალი, მე თუ შენ?
როგორც იქნა გავაჩუმე.

მამიდები ექიმები მყავს, ცალკე ეგენი მყავდნენ შეღონებული.
ყველაზე დიდი ზომის თეთრი ხალათები მომიტანეთ, მტკვარზე როცა ჩავდივართ ზამთარში იხვზე და ბატზე, თეთრია იქაურობა, დიდი თოვლი იცის.
ჩავიცმევდით "ბუშლატებს" და ზემოდან ექიმების ხალათებს ვიცმევდით.

პ.ს. რაც შეეხება თქვენს გამოცანას, რაიმე ტრაფარეტის "ფოლდერია", ანუ დასამაგრებელი?
This post has been edited by elchi on 5 Apr 2020, 21:02