<<ეგოისტკა>>Artistარტისტმა ზუსტად გამოიცნო, ინნამაც მიახლოებით უპასუხა, ამიტომ ორივეს ბისებს მოგართმევთ.
ახლა რა მოხდა.
მეუღლეს მშობლები ჰყავდა წაყვანილი ტყე-პარკში სასეირნოდ, ამათ დაუნახავთ ბოყოყა ჭინჭრის ბუჩქები.
იმან გამოაქცუნა სახლისკენ, შერცხვა მაინც, მერე მე მომდგნენ, წამო წაგვიყვანეო.
ჩავსხი მანქანაში ორივე და დავეშვით ისევ იგივე ლოკაციაზე.
ხალხი დადის ტყის ბილიკებზე, HIKING-ს ეძახიან ეგეთ "აქტიურობას" .
გაივლ-გამოივლიან, მეკითხებიან რას აგროვებენო???
იმას ხომ ვერ ვეტყოდი, საჭმელად ვიყენებთთქო.
რომ იტყვიან შემაღონეს შეკითხვებით.
მეც ავიღე და დავაბრეხვე ერთი:- ვხარშავთ და მერე მაგის წვენსა ვსვავთ, სახსრების წამალიათქო.
13 წლის წინანდელია ეგ სურათი, მაგის მერე ჭინჭარი აღარ მოდის მანდ.
ეტყობა ფესვებიანად დაუგლეჯიათ.
გამოდის რომ დავჭყიპე ამერიკელები "ჭინჭრი ნახარშის წვენის სმითა".