3Dmasterთბილისში დავიბადეთ სამივე ძმა, სამივეს დაბადების მოწმობაში ადგილმდებარეობა სოფელი რუისი გვიწერია.
არადა მეხუთე თაობის თბილისელები ვართ.
დღემდე ვამბობ რომ სოფლელი, რუისელი ვარ.
დედა 19 წლის იყო და უკვე ორი ვაჟი ვყავდით.
ჩამოვიდნენ სოფლიდან პაპა და ბაბო, წავიყვანთ ამას, შენ გაგიჭირდება ამათი გაზრდა, თან უფროსი შვილიშვილია, გაგიზრდითო.
პაპას სულ უკან დავყვებოდი, ბებო კიდევ ჩემს ძებნაში იყო.
რასაც მასწავლიდა პაპა და მარიგებდა, აბსოლუტურად ყველაფერი გამომადგა ცხოვრებაში.
ეგ ხახალი დასამთავრებელია, დასამატებელია კიდევ ტირიფის წნელები.
მანდ, საქართველოში მაქვს სარდაფში ჩემი მოწნული რამოდენიმე ხახალი.
გოდორის შეკვრაც ვიცი.
აქაური კანონებით არ შეიძლება ფაცერის და მსგავსი თევზსაჭერი მოწყობილობების გამოყენება, თორემ ინდიელებს ისეთი მსგავსი ხელნაკეთობები აქვთ, დაგაინტერესბს ადამიანს.
მაგათ თავისი განსხვავებული და განსაკუთრებული კულტურა აქვთ.
აბა ახალი გამოცანა.
ამ ფრინველის სახელი უნდა მითხრათ.
მინიშნება:
1-ნანადირევი არ არის.
2-წონაში არის 2.8კგ.
რა ჰქვია?
This post has been edited by elchi on 14 Dec 2021, 11:22