ასეთი რამეა.
თავიდან გაქვს default ფორმა (მაგ: Form1)
შემდეგ შენ რომ დაწერ Form2_ს Form1 ში ასეთი რამე უნდა ქნა.
Form2 f2 = new Form2();
სადაც f2 არის ახალი ფორმის ობიექტი. ანუ შენ უკვე შექმნი მეორე ფორმის ობიექტს (თუმცა ჯერ არ გამოჩნდება იგი).
შემდეგ მისი გამოჩენა f2.Show() ან რამე მსგავსია (არ მახსოვს)
რაც შეეხება textbox და button ზე წვდომას.
2 ვარიანტია:
1) დაწერო სათითაოდ ფუნქცია, რომლებიც მიწვდებიან Form1 ის შესაბამის ელემენტებს (ეს ფუნქციები Form1 ში იწერება და public უნდა იყოს)
2) ამ ელემენტებს ხდი public ს და გაქვს პირდაპირი წვდომა.
ოღონდ აქ კიდევ 1 ფაქტორი გამომარჩა.
ზემოთ დავწერე:
Form2 f2 = new Form2();
Form2_ს რომ დაწერ constructor უნდა გაუწერო რომელიც პარამეტრად მიიღებს Form ცვლადს და ობიექტის შექმნა შემდეგ ასე მოხდება:
Form2 f2 = new Form2(this);
მემგონი უნდა იმუშაოს ამან. რის შემდეგაც Form2 ში ასეთი რამე უნდა ხდებოდეს.
კითხულობდეს გადმოცემულ პარამეტრს და რაიმე გლობალურ ცვლადში წერდეს (მე ასე ვიზამდი)
შემდეგ Form2 ში ყველგან შეგეძლება მიწვდე Form1 ის public ფუნქციებსა და ცვლადებს.
წვდომის წესი კი ასეთია:
ის გლობალური ცვლადი, წერიტილი და Form1 ის public ცვლადი/ფუნქცია
myForm.textbox1.Text
შეიძლება ბევრი გაუგებარი რამე დავწერე მაგრამ რავიცი

საგამოს შემოვიხედავ და დაგეხმარები კიდევ.