მოკლედ ერთ მაღაზიაში შევედი, რაღაც ტექნიკა ვიყიდე და ორანჯ ბარათი გამოვიყენე, სულ თავ ბედი ვიწყევლე, არც პროკრედიტ ბანკის და არც ქართუს ტერმინალმა არ მოხსნა და ის ტექნიკა ვერ ვიყიდე, სინამდვილეში აღმოჩნდა რომ თანხა მოხსნილია (ასე მითხრეს საქ. ბანკის თანამშრომლებმა), მერე აღმოჩნდა რომ თურმე ჯორჯიან ქარდს ქონია პრობლემა. ამას 3 დღე ვარკვევდი. მერე მივედი საქ.ბანკის პლასტიკური ბარათების დეპარტამენტში და თავზე დავახურე ყველაფერი, იქ კი მომიხადეს ბოდიში, მაგრამ ძაან მჭირდებოდა მაგათი ბოდიშები
არ გასულა ერთი კვირა და შევდივარ სხვა მაღაზიაში და კაცი ყიდულობს ამ ბარათით რაღაც ნივთს და ატარებენ საქ. ბანკის ტერმინალზე, ზუსტად იგივე პრობლემა შეექმნა, რაც მე.
ვერ გავიგე, ამ საქ. ბანკის თანამშრომლებს სძინავთ თუ რა ხდება?