რამოდენიმე დღის წინ მირეკავს საქართველოს ბანკის თანამშრომელი და ხალხი ავარჩიეთო ვისაც დადებითი სესხის ისტორია ჰქონდათო (ბეკოდან განვადება მქონდა გაკეთებული და ცოტა ადრე დავფარე სესხი) ხოდა თქვენც მოხვდით ამ სიაშიო, და ჭავჭავაძის 23 თუ სურვილი გექნებათ მოდით და თქვენი პლასტიკური დამზადებული იქნებაოო, 1 საათი მავსებინა რაღაც ფორმა, ნომრებით და მთელი ამბებით. გადმოგეცემათ ვიზა კლასიკი და ამ ბარათზე იქნება $250 უპროცენტო კრედიტი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო 1 წლის განმავლობაში დაფაროო. და ეს თანხა თქვენს პლასტიკურზე 1 წელი იქნება როცა გინდათ გამოიყენეთო.
მოკლედ მივედი ბანკში და ოპერატორია თუ რა ქვია მეუბნებააა..კიოო თქვენი ბარათი დამზადებულია მაგრამ სიურპრიზიც გვაქვსოო, რა მეთქიი, რაღაც არ მომეწონაა, რა და ეს ბარათი $25 ღირსოო

რატომ არ მითხარით 1 საათი რომ მავსებინე ფორმა თქოო, და ეს სიურპრიზი იყოოო, და თანხა შესაბამისად $225 არისოო, უპროცენტოდოო, აბაა ვინ მოგცემთოო ფულსოო ჩვენს გარდაოო, მეთქი ტექნიკა ყველგან ოპროცენტო განვადებითაა...მოკლედ წამოვედი.
ეს რა აქციაა, აფიორაა თუ რა ხდება? თავიდანვე რატომ არ ამბობენ რომ ფასიანია ბარათი? აბოლებთ ხალხს?