დღეს ვიყავი ვითიბი ბანკში, ლესელიძეზე, მეუღლეს გამოჰქონდა კრედიტი და მე თავდებ პირად ვიყავი წარდგენილი.
კრედიტი უკვე დამტკიცებული იყო და რაღაც ხელმოწერებიღა იყო საჭირო მხოლოდ.
მივედით მე და ჩემი მეუღლე და პირველი რაც კრედიტ ოფიცერმა გვისაყვედურა ის იყო, რომ გუშინ რატომ არ მოხვედით ხომ დაგირეკეთ რომ მზადააო? - ჩვენც მორცხვად ვიმართლეთ თავი, რომ ქალაქგარეთ ვიყავით და მოვუბოდიშეთ კიდეც.
ამის შემდეგ გამოგვიცხადა, რომ კი არის ყველაფერი მზად, მაგრამ 20 წუთი მოცდა მაინც მოგიწევთ ვინაიდან კიდევ რაღაც ფორმალური პროცედურაა გასატარებელიო... ჩემმა მეუღლემ იკითხა - აქამდე რომ გაგეტარებინათ ეგ პროცედურა ხომ შეიძლებოდაო? და აი აქ დაიწყო ძალიან საინტერესო

- კრედიტ ოფიცერი საგრძნობლად გაღიზიანდა (თუმცა არც თავიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული თავაზიანობით) და ასეა საჭიროო მკაცრად გვიპასუხა. რას ვიზამდით, მივყევით მორჩილად. გაგვიყვანა დიდ ოთახში სადაც მოლარეები სხედან და ჩემს მეუღლეს მკაცრად (ტონს ვგულისხმობ

) ეუბნება - ახლა თქვენ ანგარიში უნდა გაგიხსნათო - უკვე მაქვს თქვენს ბანკში ანგარიშიო, მიუგო ჩემმა მეუღლემ... როგორო??? ჩვენ მაინც უნდა გაგიხსნათო, კიდევ უფრო მკაცრი გაუხდა ტონი ოფიცერს. იქვე ერთი მოლარე ისმენდა ამ ყველაფერს და თავის ბოქსიდან გამოსძახა - რატომ უნდა გაუხსნაო თუ უკვე აქვსო ანგარიში, პირდაპირ მაგ ანგარიშზე მივაბავთო! ეს კი დაჟინებით ითხოვდა თავისას და მეც ვეღარ მოვითმინე და ხმამაღლა გავიკვირვე - კი მაგრამ, ეს ბანკია თუ ჯიხური-მეთქი, ვერ გაგირკვევიათ ელემენტარული რაღაცა-თქო? და აი აქ მაგარი მივქარე... რო გამიშალა ხელები იმ კრედიტ ოფიცერმა და რო დამიწყო ბლატაობა, უნდა გენახათ რა, მთელი დამსწრე საზოგადოების წინაშე მაგარი გამირჩია საქმე თავისი ქუჩური ტერმინოლოგიით. და ეს მოხდა პირდაპირ ბანკისავე შენობაში....
რატომ ყვირი და ხელებს რატომ მიშლი-თქო რომ ვკითხე - "შენ ყვირილი არ იცი როგორია, ბიჭოო" - ზუსტად ასე მიპასუხა
ეხლაო ავდგებიო და დაკრედიტებას შევაჩერებო, შევიდა ოთახში და მართლაც გააუქმა (თან გაითვალისწინეთ, კრედიტი გამოჰქონდა ჩემს მეუღლეს და არა მე

)
ავდექი და შევედი ბანკის მმართველთან - ირაკლი ჩიქოვანთან. მან გულისყურით მომისმინა, ძალიან შეწუხდა, დიიიიიდი ბოდიშები მიხადა, ამ საქმეს ახლავე გამოვასწორებო და 2 წუთით მოცდა მთხოვა. მე გამოვედი, ხოლო "ძველი ბიჭი" კრედიტ ოფიცერი შევიდა.... მართლაც 2 წუთში გამოვიდა ეს ადამიანი და მომახსენა, რომ იგი ელაპარაკა ბანკის მმართველს, რომელმაც მას სრული უფლება მისცა თავად გადაეწყვიტა კრედიტის ბედი და მანაც რა თქმა უნდა დაბლოკა დაკრედიტება

, ესააო საბოლოო გადაწყვეტილება

შევედი ისევ მმართველთან, უბრალოდ მაინტერესებდა, რა უქნა ამ ვიღაც მომსახურე პერსონალმა ამხელა კაცს...... რაო და კიდევ ერთხელ დიდი ბოდიშიო ამ ინციდენტის გამოო, მაგრამ საბჭომ არ დაამტკიცაო თქვენი დაკრედიტებაო... აშკარა ტყუილი იკადრა

. როგორ, უკვე დამტკიცებული იყო და უკვე გვაძლევდნენ-მეთქი და?... არაო, არ იყოოო!
ვინ იცის, ეგებ ამ ოფიცერმა დაწინაურებაც მიიღოს "გმირული " საქციელის გამო, მაგრამ სანამ საქართველოში (გინდა საბანკო და გინდა სხვა სექტორში) ასეთი მიდგომა იარსებებს კლიენტების მიმართ, იქამდე არაფწერი გვეშველება