აჰაააა, რესპუბლიკა არა???

იმ დღეს ძაან გამაბრაზეს

ხელფასი მაგათთან მერიცხება და ფული დამჭირდა შუა თვეში (რა ნაცნობი პრობლემაა არა

) მოკლედ გადავწყვიტე ოვერდრაფტი გამეკეთებინა, ჯერ დავრეკე ვუთხარი ვარ ესა და ეს, ვმუშაობ აქა და აქ, მინდა ესა და ეს

იცი რა მითხრა ოპერატორმა? უნდა მოიტანო ხელფასის ცნობაო და დირექტორის თანხმობაო. მე აღვშფოთდი რაღა თქმა უნდა, ცნობა რად გინდათ მეთქი თქვენთან მერიცხება ხელფასი და ნახეთ მეთქი, არაო გვინდაო და თანხმობაც გვინდაო დირექტორისო

ნუ მე იასნია გავახურე ეგრევე მევთქვი სხვა ბანკებში მასეთი პრობლემა არასდროს შეუქმნიათ ოვერდრაფტზე მეთქი, ხოდა ეტყობა დაიგრუზა ოპერი

და რა მიპასუხა? მერე სხვა ბანკს მიმართეთო, ჩვენთან ესეაო

აი ბაზარში რომ გეტყვიან: "არ მოგწონს გაიარე, რაღა!!!" მოკლედ კარგი მეთქი და გავუთიშე, მივედი სამსახურში ჯერ დირექტორს ვუხსნიდი 1 საათი რათ მინდოდა ცნობა, როდესაც ბანკში ისედაც ყველაფერი იცოდნენ ჩემს ხელფასზე, მერე ბევრი იხალისა იმაზე, რომ თანხმობა უნდა დაეწერა და ვერ მოიფიქრა რა ფორმით. რომ წარმოთქვამდა "თანახმა ვარ......" ეგრევე ისტერიკული სიცილი ეწყებოდა

ბოლო-ბოლო მოვაგროვე ეს ყველაფერი და მივედი ჩემს სამსახურთან ყველაზე ახლოს მდებარე ახლადგახსნილ ფილიალში (პეკინზე) შევედი, მივაჭერი რომელიღაც თანამშრომელთან და ვეუბნები ოვერდრაფტის გაკეთება მინდა და ვის მივმართო მეთქი? ოპერატორებსო და მიმიყვანა იმათ დესკთან, აუ იქ ამბავი დამხვდა ერთი 30 კაცი იდგა 2 ოპერატორთან, არა და დანარჩენი 2 ოპერატორი ალბათ ყავას მიირთმევდა იმიტომ რომ აშკარად 4 ფანჯარა იყო (შეიძლება 5-იც)
ნუ კარგი დავდექი რიგში და თან ვფიქრობდი იქნებ სჯობს ვინმეს ვესესხო მეთქი ამდენ წვალებას. ბოლოს, ზუსტად ნახევარი საათის მერე მოვიდა ჩემი რიგი და მივედი ოპერატორ გოგონასთან რომელიც ძაან სანდომიანად მიღიმოდა (ეგ არ ეშლებათ

) მოვიკრიბე ჩემში დარჩენილი თავშეკავება, ზრდილობა და ადამიანობა და ძალიან თავაზიანად ავუხსენი რა მინდოდა.......... და იცით რა მითხრა????? ოვერდრაფტის თაობაზე ჩვენს ცენტრალურ ფილიალს უნდა მიმართოთო, ისეთ შოკში ვიყავი რომ მარტო ერთი რამის კითხვა მოვახერხე (იმის არა რაც ბევრმა იფიქრა

თან ის გოგონა რა შუაშია) თქვენმა თანამშრომელმა რატომ დამაყენა აქ და საერთოდ სადაა მეთქი? გოგონამ არც მიპასუხა და უბრალოდ მორცხვად გამიღიმა. რაღა უნდა მექნა გამოვტრიალდი და წამოვედი უკან, სამწუხაროდ ის ბიჭიც აღარ ჩანდა არსად............
This post has been edited by mrgizmo on 25 Sep 2007, 18:19