მოგესალმებით,
ურთიერთობის პრობლემამ ერთერთ უცხოურ ბანკთან მაიძულა, თქვენთვის რჩევა მეკითხა:
რამდენიმე წელი ვცხოვრობდი გერმანიაში, სადაც გავხსენი ანგარიში ერთ-ერთ უცნობილეს და უმსხვილეს ბანკში. მშვენიერი სერვისი ჰქონდათ და მომწონდა.
პირადი საჭიროების გამო ავიღე კრედიტი, რაც უპრობლემოდ მომცეს.
რამდენიმე წელი ყოველთვიურად პატიოსნად ვიხდიდი თანხას ამ კრედიტის დასაფარად.
გერმანიაში ჩემი ყოფნის დრო ამოიწურა და რადგან სხვა ქვეყანაში გადავდიოდი სამუშაოდ, სპეციალურად მივეიდი ბანკში ჩემს აგენტთან ამის საცნობებლად. მანაც, პრობლემა არაა, იქედანაც შეძლებ გადახდასო; მომცა ნომერი, რომელზეც საზღვარგარეთიდან შემეძლო თანხების ყოველთვიურად გადარიცხვა და გზა დამილოცა

"სხვა ქვეყანაში" ჩემს ძირითად ბანკთან ერთად მეორე ბანკშიც გავხსენი ანგარიში - სპეციალურად გერმანიაში თანხების სარიცხად (სადაც გერმანიაში გადარიცხვა იაფი იყო რა თქმა უნდა).
მიშასი არ იყოს, ნურას უკაცრავად! ვერაფრით გადავრიცხე! დავრეკე გერმანიაში, იმ გოგოს ველაპარაკე ისევ: მონაცემები სწორი გაქვსო! მერე ახალი წლები მოვიდა, ისა, ესა და კი გაიწელა ეს ამბები ერთი თვენახევრით.
კიდევ ერთხელ დავრეკე გერმანიაში. ჩემი ანგარიშის თქმის მერე სადღაც გადამრთეს. იქ კი მითხრეს, შენი მდგომარეობა შეიცვალაო, ეს ინკასოს განყოფილებააო (აზრზე არ ვიყავი, რას ნიშნავდა. ახლა კი ვხვდები, რაღაც სადამსჯელო განყოფილების პონტი რომაა).
ავუხსენი, რომ თანხა არ ირიცხებოდა. შეამოწმეს და მითხრეს, რომ არასწორი ნომერი მომცა იმ გოგომ. ახალი IBAN მომცეს.
მოკლედო, რაც შეიძლება მალე დაფარე მთელი თანხაო, თორემ ყოველ თვეში ნაშთის 0.7% დაემატებაო! თან სადღაც გაქრა ცნობილი გერმანული მომსახურე პერსონალის ზრდილობა. საკმაოდ უზრდელურად მელაპარაკნენ.
აქეთ ვეცი, იქეთ ვეცი, ვცადე "ახალ ქვეყანაში" ახალი ვალის აღება, რომ ის ძველი გერმანული ვალი გამესტუმრებინა, მაგრამ ეს უფრო დიდ ვალში მაგდებს და გადახდას ვეღარც მოვახერხებ.
დავრეკე ისევ გერმანიაში და ვთხოვე, როგორმე მოეხერხებინათ ჩემი ძველ სისტემაზე გადართვა. არაო! შენო თუ გინდა იხადე ყოველთვიურად პატარ-პატარაო, ჩვენ იმ 0.7%-ს მაინც დაგაწერთო, შანსი არაა არ გადაგიყვანთ ნორმალურ სისტემაზეო!
ვეცადე, ზრდილობიანად ამეხსნა მათთვის, რომ არ იყო ჩემი (ან მარტო ჩემი) ბრალი ეს ყველაფერი და რომ კარგი იქნებოდა, შესულიყვნენ ჩემს მდგომარეობაში. გოგომ მაგრა უზრდელურად მითხრა, არაო! უჰ, კინაღამ დამავიწყდა: ადრე რომ IBAN მოგეცითო, იქ არა გადარიცხოო და ახალი ნომერი მომცეს

პრობლემა იმაშია, რომ ყოველ დარეკვაზე სულ სხვა და სხვა ხალხთან მიწევს ლაპარაკი და ვეღარ გავიგე, რომელს დავუჯერო.
ესაა მოკლედ (კიდევ ბევრი რამე იყო, არ დავწერ, ძალიან მოსაბეზრებელია)
ცხელ გულზე ერთი კი ვიფიქრე, წადი თქვენიც, არაფერსაც აღარ გადაგიხდით, ამომივიდა ყელში-მეთქი! მაგრამ ეგრეც არ მინდა...
რას მირჩევდით, როგორ მოვიქცე?
- ვაიძულო ბანკი, ძველ სქემაზე გადამიყვანოს. როგორ?
- ავიღო სხვა ბანკის სესხი და ეს დავფარო სად? მე ვერ მოვძებნე მისაღები პირობებით ვერაფერი ჯერ
- სხვა
თუ ამდენი მათგან წამოსული პრობლემისა და უზრდელობის სანაცვლოდ:
- დავიკიდო, არც დავრეკო და არც არაფერი.
- მივწერო, დიდი მადლობა დახმარებისათვის, მაგრამ თქვენი თანამშრომლების მიერ მოყენებული მორალური ზიანის გასაქვითად დარჩენი თანხას აღარ გიბრუნებთ-მეთქი
- მივწერო, გავკოტრდი შემეშვით, ჩემი გამჭირვებია-მეთქი.
- სხვა
დიდი მადლობა ყველას ჭკვიანური რჩევებისათვის
რა გითხრათ, რით გაგახაროთ...