არ მინდოდა საქართველოს ბანკის თემაში დაპოსტვა, იქ სათანადო ყურადღება არ მიექცევა.
მგონი ეს საკითხი ცალკე თემას იმსახურებს და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
ეხლახანს ავიღე საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი და უფასოდ მომცეს ინტერნეტ ბანკინგი თავისი პაროლით კონვერტში.
და კონვერტის გახსნის შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგი არის ყველაზე საშინელი რამე რაც კი შეიძლება საერთოდ არსებობდეს მსოფლიოში, არა გალაქტიკაში.
ესეიგი, თავიდან გაძლევენ СIC კოდს რომელიც გამოიყენება როგორც პაროლი.
ეს კოდი არის 4 ნიშნა. 4 ციფრისგან შეიძლება 10^4 = 10000 უნიკალური კომბინაციის შექმნა.
10000 კომბინაციის შემოწმება ჩვეულებრივი თანამედროვე კომპიუტერისთვის დაახლოებით 0.000002 წამს წაიღებს.
შემდეგ, როგორც ალბათ ყველა იფიქრებს მოგვეცემა საშუალება, რომ დავაყენოთ რთული და გრძელი პაროლი, დავუშვათ რაღაც ამდაგვარი - u97!Q`1Z$r@J/7!/8hIN&X: - ასეთი ტიპის პაროლის გატეხვას დაახლოებით რამდენიმე მილიარდი საუკუნე დასჭირდება.
მაგრამ არა, ეს ხომ საქართველოა, ასეთი რამ მე არსად არ მინახავს. როდესაც ჩავწერე ასეთი ტიპის პაროლი, ჩემდა გასაკვირად სისტემამ მითხრა, რომ პაროლში მხოლოდ ციფრების გამოყენება შეიძლება. ????????
რომელმა ჭკვიანმა პროგრამისტმა მოგაწოდათ იმის იდეა, რომ ინტერნეტ ბანკინგის პაროლში მხოლოდ ციფრების გამოყენება შეიძლებოდეს???
დავუშვათ ავიღოთ 10 ციფრიანი პაროლი, რომელზე უფრო გრძელს ალბათ ძალიან ცოტა მომხმარებელი დააყენებს. 10^10 = 10000000000 უნიკალური კომბინაცია. სტანდარტული თანამედროვე კომპიუტერი ყველა ამ კომბინაციას დაახლოებით 2 წამში მოსინჯავს.
მაგრამ აქ ყველაფერი არ მთავრდება, საინტერესო ფაქტი ისაა, რომ როგორც ჩანს, საქართველოს ბანკს, პაროლის სიგრძეზეც აქვს ლიმიტი. ვიფიქრე, ჯანდაბას, დავაგენერირებ 50 ციფრიან პაროლს და ჩავსვამ მას პაროლის ველში. ჩავსვი, შევინახე. მაგრამ როდესაც აქაუნთში შესვლა ვცადე ამ პაროლით, ჩემდა უკვე აღარ გასაკვირად პაროლი რაღაც სიმბოლოების რაოდენობის შემდეგ ჩამოიჭრა. ოღონდ რამდენი სიმბოლო იყო ეს არ ვიცი. ანუ მხოლოდ პირველი რამდენიმე სიმბოლო შეინახა ბანკინგმა და მე აზრზე არ ვარ რამდენი სიმბოლოა ეს. ამიტომაც სისტემა მეუბნება, რომ პაროლი არასწორია

ისევ და ისევ, თქვენ გგონიათ ყველაფერი დამთავრდა? როგორც ამას მიშა იტყოდა - ვერ მოგართვით. დავურეკე ოპერატორს, რომ გამერკვია, რის გამო მიწერდა რომ პაროლი არასწორია, როდესაც ზუსტად ვიცი, რომ სწორია. და ოპერატორის შემდეგი კითხვა იყო სრული საოცრება - "თქვენი ბარათის ნომერი და პაროლი მითხარით თუ შეიძლება". ???????? არცერთი ორგანიზაციის (და მითუმეტეს საფინანსო) ოპერატორი არასდროს, არასდროს არ უნდა გეკითხებოდეს შენს პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა მომხმარებლის სახელი და პაროლი და განსაკუთრებით საკრედიტო ბარათის ნომერი, ეს ხომ აბსურდია.
საქართველოს ბანკის პროგრამისტების მენეჯერებს მინდა მივმართო, უსაფრთხოების შესახებ რამე გსმენიათ?
This post has been edited by HarrisonHill on 15 Feb 2013, 16:13