დეპოზიტი “პოზიტივი”.
გახსენით “პოზიტივი” სახალხო ბანკში,
და მიიღეთ მაქსიმალური პოზიტივი.
თუ თქვენ დაგჭირდათ თანხა სასწრაფოდ და სარგებლობთ სახალხო ბანკის “პოზიტივით”, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაიტანოთ თანხა ნებისმიერ დროს ისე, რომ კუთვნილი სარგებელი არ დაკარგოთ.
იყავით თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებისას. დეპოზიტის დარღვევით გამოწვეული პრობლემა თქვენს წინაშე აღარ დგას.
რა არის პოზიტივი?
“პოზიტივი” არის ვადიანი დეპოზიტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც თანხის უსაფრთხოდ შენახვის და მაქსიმალური სარგებლის მიღების საუკეთესო საშუალებაა. “პოზიტივი” გაძლევთ შესაძლებლობას, მიუხედავად დეპოზიტის ვადისა, ნებისმიერ დროს გაიტანოთ თანხა ისე, რომ არ დაკარგოთ ამ პერიოდისთვის კუთვნილი საპროცენტო სარგებელი.
საპროცენტო სარგებლის მიღება შეგიძლიათ წინასწარ, ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს, თქვენი სურვილისამებრ.
წლიური საპროცენტო განაკვეთი:
თვე
GEL UშD EUღ
2
6.00% 4.50% 4.00%
3
8.00% 7.00% 6.50%
4
8.25% 7.25% 6.75%
5
8.50% 7.50% 7.00%
6
9.50% 8.50% 8.00%
7
11.25% 8.75% 8.25%
8
11.50% 9.00% 8.50%
9
11.75% 9.50% 9.00%
10
12.00% 9.75% 9.25%
11
12.25% 10.00% 9.50%
12
12.50% 12.00% 10.25%
13
13.50% 12.25% 10.50%
14
13.50% 12.25% 10.50%
15-17
13.50% 12.50% 10.50%
18
14.00% 12.50% 10.50%
19-20
14.25% 12.75% 10.75%
21-23
14.50% 13.00% 10.75%
24
14.50% 13.00% 10.75%
შენიშვნა:
* დეპოზიტს, პირველი 30 დღის განმავლობაში დარღვევის შემთხვევაში, საპროცენტო სარგებელი არ დაერიცხება.
** სარგებლის ყოველთვიურად გატანის შემთხვევაში ცხრილში მოცემული საპროცენტო სარგებელი მცირდება 0.5%-ით.
*** სარგებლის წინასწარ გატანის შემთხვევაში ცხრილში მოცემული საპროცენტო სარგებელი მცირდება 1%-ით
მაგალითად: გახსენით დეპოზიტი 12 თვის ვადით ლარში. თუ თქვენ დაგჭირდათ თანხა სასწრაფოდ და ვადაზე ადრე, 7 თვის შემდეგ გადაწყვეტთ თანხის გატანას, დეპოზიტს დაერიცხება არა 3% (როგორც სტანდარტულ შემთხვევებშია), არამედ 7 თვიანი დეპოზიტისთვის განკუთვნილი - 11.25%.
როგორია პოზიტივის გახსნის პირობები?
ანგარიშის გახსნა უფასოა
ანგარიშზე მინიმალური შენატანი: 100 GEL/100 UშD/100 EUღ
დეპოზიტის ვადა 2-24 თვე
დეპოზიტზე თანხის დამატება არ ხდება
ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია დეპოზიტის ავტომატური გადატანა მიმდინარე ან საბარათე ანგარიშზე
-------------
ა ბატონო და თუ ვინმე ამას წაიკითხავს და დააინტერესებს კითხვები ნამდვილად გაუჩნდებათ, ამიტომ არ მოიწყენთ
ქართულად წერე.
This post has been edited by Mr-President on 12 Mar 2008, 15:02