ტაკს
რჩევა უნდა გკითხოთ
TBC-ში მაქვს შემნახველი ანაბარი,ძველი სამსახურის ხელფასიც მანდ მერიცხებოდა პლასტიკურზე.
ამ შემნახველზე მამაჩემის ბუღალტერი ფულს მირიცხავს და აქ მაგათი სამსახურისთვის მასალებს ვყიდულობ.სერიოზული ბრუნვა მაქვს.
ჰოდა გადავწყვიტე რო გამეკეთებინა განვადების და საკრედიტო ბარათები.
მივედი საღამოს,ცოტა ხალხი რო იყო.გავარკვიე პირობები და შევავსე განაცხადი.
ჰოდა მომთხოვა ხელფასის ცნობა მარტო,მეთქი არაა პრობლემა.
ჰოდა მამაჩემის ბუღალტერს დავურეკე,რა პრობლემაა მე გაგიკეთებ და დავფაქსავ მაგ ფილიალში, მანამდე მამაშენს დაურეკეო და მითხრას რო გაგიკეთოო.
2000 ლარიანი ხელფასი მინდოდა რა.
საკრედიტოზე 2000 ლარის და განვადებაზე 3000-ს ლიმიტი მინდოდა.
მამაჩემს გაკვრით,ბუნდოვნად ავუხსენი რაც მინდოდა და დამთანხმდა.არადა ამ განვადებებზე და მისთანებზე ალერგია აქვს.
მერე ბუღალტერს უთქვამს ზუსტად რისთვისაც მინდოდა,დღეს დილით დამირეკა მამაჩემმა,ნახევარი საათი მიხსნიდა თუ რა ცუდია ეს განვადებები,ბანკის პროცენტები და ა.შ.
რათ გინდა ბანკი,როცა მე ვარ.მითხარი რაც გინდა და მოგცემ ფულსო.ბოდიში,მარა კრედიტების და განვადებებისთვის ვერ მოგცემ მაგ საბუთსო.
არადა ხო ვიძახოდი რა,ყველა ბანკზე მაგარი ოჯახი და მამაათქო

ჰოდა რა ვქნა ახლა,იქ განაცხადი შევსებული მაქვს ორივეზე.მესამე Visa Clasic კი ავიღე.ჰოდა იმ გოგოს დავურეკო და რა ვუთხრა?
რა მიზეზი?

მაინც გამიტყდა უარი რო მითხრა მამაჩემმა,თან ისიც გამიტყდა რო ვერ გავაკეთე.
საკრედიტოს გამომყენებელი მაინც არ ვიყავი,აი თავის დაზღვევის პონტში მინდოდა,რო რამე უცებ ფული მქონოდა.
P/S:ბევრი ვწერე,მარა ეხლა მიტყდება,რა უნდა ვუთხრა იმ გოგოს?აღარ მინდა და ვსიო.
არადა ისე კარგად მომემსახურა,ერთი საათი ვეჯექი და ტვინს ვუბურღავდი