რებრენდინგი - ლოგო კარგად გადააკეთეს, ძალიან გავს ძველს და გადახალისებულია,ფერი კარგად არის შერჩეული, ახალგაზრდული ფერია და მიზანსაც (საშუალო და დაბალშემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი ლოგოს ფერი) კარგად ემსახურება (საქართველოს ბანკის ფერისგან განსხვავებით არ აღიზიანებს მომხმარებელს - ჩემნაირ მომხმარებელს

). წინა ლოგო ძალიან კლასიკური იყო და ცივი, თუმცა ის ლოგოც მომწონდა და დასახულ მიზანს ისიც კარგად ასრულებდა. საერთოდ კი მინდა ვთქვა რომ თი-ბი-სის მარკეტინგი ძალიან კარგად მუშაობს, დახვეწილი გემოვნება აქვთ, ზუსტ და წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ და კარგად დაგეგმილი სტრატეგიით მუშაობენ. შთაბეჭდილება მრჩება რომ ყველაფერი წინასწარ გათვლილი და დამუშავებული აქვთ, მუშაობენ როგორც ერთი მთლიანი გუნდი და ძალიან კარგადაც.
მომსახურება - გააფუჭეს ერთმნიშვნელოვნად!
ყველაფერი იმით დაიწყო რომ მინდოდა სესხის აღება TBC-ში, იმიტომ რომ ეგ ბანკი მესიმპატიურებოდა.
კრედიტ ოფიცერთად მისვლის შემდეგ მათი მომსახურება ისე სრულყოფილად მომეჩვენა რომ სიხარულით ცაში ვიყავი, მეთქი ასეთი კარგი პირობები თუ გქონდათ აქამდე სად იყავით მეთქი? (ტავტოლოგია "მეთქი")
ხელფასით უზრუნველყოფილი სესხის აღება გადავწყვიტე და რადგანაც მანამდე ხელზე ვიღებდი უფროსს ბარათზე ჩავარიცხვინე იმის იმედით რომ პირველივე ჩარიცხვაზე შეიძლებოდა სესხის გატანა( კრედიტ ოფიცერმა კარგად დამაბოლა მინდა გითხრად, მაგრამ მაგას დაბოლება კი არა მოტყუება ქვია ! ) ერთი სიტყვით მარბენინეს ერთი კვირა , 6 თვის ამონაწერი მიმატანინეს ხელშეკრულების ასლები მაკეთებინეს, მალოდინეს 3 დღე (სესხის დამტკიცებამდე) და ბოლოს მითხრეს რომ ერთი ჩარიცხვა საკმარისი არ არის სესხის გასაცემადო.
ახლა კითხვა: თქვე კაი ხალხო მანამდე არ იცოდით რომ არ იყო საკმარისი ერთი თვის ჩარიცხვა?
ველი პასუხს ....
This post has been edited by THE GODFATHER on 26 Jun 2007, 12:42