1. ეგ რაც შენ დაწერე არის "Shipping Address" და ბარათთან არანაირი კავშირი არ აქვს... ანუ რაიმე ნივთის შეძენისას ბანგლადეში ან კენია რომ მიუთითო, თუ სერვისი ითვალისწინებს, იქაც მიიტანენ

2. პრობლემები მე არ მაქვს. პრობლემები აქვს ყველას, ვისაც საქ. ბანკში აქვს ანგარიში გახსნილი და სარგებლობს მათი პლასტიკური ბარათით.
3. ხოლო თუ რა სახის პრობლემები აქვთ აგერ აგიხსნით:
"Billing Address" ეს არის ბარათის მფლობელის მისამართი (ფაქტიური, იურიდიული ან სულაც ვირტუალური - ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

), რომელიც უშუალოდ მიბმულია ბარათზე და წარმოადგენს ავტორიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს - ანუ იმისათვის რომ თქვენ ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით რაიმე შეიძინოთ, აუცილებლად უნდა შეავსოთ ველი სწორი "Billing Address"-ით, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღაზია ვერ მოახდენს ბარათიდან თანხის მოხსნას და ტრანზაქცია ჩავარდება.
როგორც იცით, ბარათით ყიდვისას უნდა შეივსოს სულ რამდენიმე ველი, ესენია - 1. ბარათის მფლობელის სახელი და გვარი, 2. ბარათის ნომერი, 3. ბარათის მოქმედების ვადა (თარიღი), 4. "Billing Address", და ცალკეულ შემთხვევებში CVC2 კოდი (უმეტეს წილად ამას არ ითხოვენ). თუ დავუკვირდებით, ყველა ბარათს ზედვე აწერია ყველა ეს ინფორმაცია, გარდა ერთისა და ეს ერთია სწორედ "Billing Address". ამიტომა მოიგონეს ბარათის იდენტიფიკაციისთვის ეს ველი - ყველაზე უფრო საიმედოა...
ახლა ჩვენთან რა ხდება (კერძოდ საქ. ბანკში)

. ყველა ბარათს (თქვენსას და თქვენი მეგობრისას

) აქვს ერთი და იგივე "Billing Address"-ი

და ესაა - "პუშკინის 3"

ესეიგი რა გამოდის? 1. მე რომ შემთხვევით თვალი მოვკრა თქვენს ბარათს და მისი ნომერი ამოვიწერო, ან სულაც სურათი გადავუღო უცებ მობილურით მაგალითად, იმავე წამს შევალ რომელიმე მაღაზიაში და ისე მშვენივრად გამოვიყენებ, რომ გინდაც ჩემი ყოფილიყოს

. და 2. რაც არ უნდა ეცადოთ, ვერასოდეს ვერ მიიღებთ თქვენს მიერ ჩატარებული შესყიდვების ინვოისებს.
საქართველოს ბანკის ოპერატორებს და სხვა მომსახურე პერსონალს საერთოდ არც გაუგიათ, თუ რა არის ეს "Billing Address" და ეგრევე გეუბნებიან, რომ "ეს თქვენი მისამართია"

, ალბათ რადგან სიტყვა Address ესმით

ჰოდა რა მინდა ვთქვა - ბანკს, რომელსაც ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, მე მგონი ასეთი ელემენტალური რამ რიგითი კლიენტისგან არ უნდა ესმოდეს. ასე მგონია მე......