Mr-Presidentრა და დღეს ჩემი ამონაწერით დავინტერესდი და რასაც ჰქვია, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა...
ნუ, მამენტ, შეიძლება, ეს თავად ვინც გადმორიცხა, იმის შეცდომაა (რისიც ძააააააალიან დიდი ეჭვი მაქვს), მაგრამ დავიჯერო ოპერატორმა ამაზე არაფერი თქვა???
რა და ნუ მოკლედ, დღეს ვიყავი ჩემს ყველაზე საყვარელ ფილიალში (ანუ სააკაძეზე) და ამოვაბეჭდინე საბარათე ანგარიშის ამონაწერი.
ნუ, ანუ ამ შემთხვევაში ეს არის ის საბარათე ანგარიში, სადაც სტიპენდია მერიცხება.
(ნუ სტიპენდიებს რომ კატასტროფულად მიგვიანებს უნივერსიტეტი, ეგ არ შეიმჩნიო...

იანვრის თვის აგვისტოში რომ ჩამირიცხონ, არ მიკვირს ხოლმე, მაგრამ ახლა მაგაზე არაა საუბარი)
ხოდა დატკბი ახლა:
პირობითად X არის ჩვეულებრივი სტიპენდია, ხოლო Y - პრეზიდენტის (ანუ გაზრდილი) სტიპენდია.
01/03/2008 კრედ X ლარი დანიშნულება: თებერვლის თვე სტიპენდიები1)"თებერვლის თვე სტიპენდიები სადაური ქართულია???

უნდა ყოფილიყო "თებერვლის თვის სტიპენდია"
მაგრამ, ნუ კარგი, დავხუჭოთ ამაზე თვალები, გრამატიკას ვინ ჩივის, შინაარსი მაინც იყოს სწორი...
2) ეს თებერვლის კი არა, იანვრის სტიპენდია არის.
ანუ აქედან დასკვნა, არათუ გრამატიკულად, არამედ შინაარსითაც კი არის ამ ერთ კინკილა დანიშნულებაში შეცდომაგავიდა 3 დღე
04/03/2008 კრედ (X ლარი) დანიშნულება: თებერვლის თვე სტიპენდიები(ანუ აბსოლუტურად იგივე დანიშნულება)
3)ანუ რეალურად ეს იყო მართლა თებერვლის!!!! აქედან გამომდინარე, ეს დანიშნულება არის სწორი.
და ანუ 3 დღის წინანდელი სტიპენდია ნამდვილად იანვრის თვის არის!!!!! (ნუ, გრამატიკაზე ისევ ჩუმად ვარ)
მე მაქვს 20 ლარი თიბისის ბანკომატიდან აღებული და ამის ქვევით ასეთი რამ:
17/03/2008 დებ. 0.01 ლარი დანიშნულება: ძირითადის თანხის შემოტანა4) ვაფშეტა "ძირითადის" კი არა, "ძირითადი"

(ნუ, გრამატიკაზე ისევ ჩუმად ვარ)
5) რა ძირითადი თანხის შემოტანა? არაფერი შემომიტანია...
6) შემოტანა რომ იყოს, რატომ ზის 0.01 ლარი დებეტში და არა კრედიტში???
7) ნუ კარგი, მე ვიფიქრე, ალბათ ბანკომატის საკომისიო იყო, 20 ლარი რომ გავიტანემეთქი, მაგრამ იმის მერეც არაერთხელ გავიტანე ბანკომატიდან და მაშინ რატომ არ მომაჭრა???
8) საქმე 1 თეთრში არ არის ნამდვილად რა. არ ვარ ის ტიპი, რომ მაგაზე გავაპათოლოგო, მაგრამ რატომ ჩამომეჭრა, ხომ მაქვს უფლება ვიცოდე...
გავიდა ხანი...
იანვარში არაჩვეულებრივად ჩაბარებული გამოცდების შეფასების შედეგად უნივერსიტეტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თურმე ვიმსახურებ პრეზიდენტის სტიპენდიას.
ხოდა დადგა ზაფხულის პირველი თვე...
კერძოდ კი..
12/06/2008 კრედ. Y ლარი დანიშნულება: აპრილი მაისის თვეების სტიპენდია9) მარტის თვე სად წავიდა???
10) ანუ თუ 2 თვის არის ეს თანხა, გამოდის, რომ პრეზიდენტის სტიპენდია არის Y/2, რაც ნამდვილად არ არის ასე!!!!!
11) ანუ ეს არის მარტის თვის სტიპენდია!!!!!!
18/06/2008 კრედ. 2Y ლარი დანიშნულება: 2008 მაისის სტიპენდია12) 2008 მაისი არა, 2008
წლის მაისის სტიპენდია.
13) რატომ არის 2Y ჩარიცხული??? თუ ერთი თვისაა, უნდა იყოს მხოლოდ Y ჩარიცხული!!!!
14)ანუ, 2Y იმიტომ არის ჩარიცხული, რომ რეალურად ეს არის არა მაისის, არამედ აპრილისა და მაისის თვეების (რაც წინა დანიშნულებაში ეწერა) სტიპენდია!!!!
აი ასე!!!!
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ, რომ ესაა თავად გადმომრიცხავის უხეში შეცდომები, მაგრამ ოპერატორი ნუთუ არ დაინტერესდა საგადასახადო დავალებებში ჩაწერილი დანიშნულებებით???

ისე, ცოდნის წყაროში გრამატიკის არცოდნა...
საღოლ რა...
This post has been edited by Kate789 on 17 Sep 2008, 00:51