ბალის ანგარიშზე დარიცხვისას ელეთმელეთი ემართება ინტერნეტბანკინგს
* * *
AGENT007დაბნეულები არიან მაგარი.
ჩემ ბარათს ვადა გაუვიდა და სხვა ბარათზე მინდოდა დარჩენილი თანხის გადატანა. ინტერნეტბანკინგმა უაზრო შეცდომა დამიწერა და დავალება არ შესრულდა (დავალება მიიღო პროგრამამ შესასრულებლად და შემდეგ არ შესრულდა - შეტყობინებაში ეწერა - Decline, no account of type requested).
დავრეკე და მითხრეს უნდა გადაირიცხოსო, პრობლემა არ უნდა იყოსო მაგრამო ეხლაო სპეციალისტი არააო აქაო და მოგვიანებით დარეკეთ და გავარკვევთო რა ხდებაო.
არადა მეჩქარებოდა, ფული მჭირდებოდა.
წავედი ბანკში
კარებში მომღიმარი გოგონები დამხვდნენ და როცა ვუთხარი რა მჭირდებოდა დაიწყეს აქეთ იქით სირბილი იმის გასარკვევად ვითან უნდა მივსულიყავი (გოგონები სიმალმაზისთვის დგანან იქ თუ რაიმე ინსტრუქტაჟი მაინც უტარდებათ?)
რამდენიმე წუთის შემდეგ, სალაროსკენ გამიშვეს. ჩავდექი რიგში, კაი დიდხანს ვიდექი (იქ იყო ასევე გაურკვევლობების გარკვევა და კონსულტაციისათვის აქეთ იქით სირბილი რის გამო რიგი დიდხანს გაიწელა)
მომიწია რიგმა როგორც იქნა და ბედნიერად გავუწოდე ჩემი ვადაგასული ბარათი
ხოოოდა, განმიცხადეს რომ ეგ ბარათივო, ჩემო ბატონოვო უნდა ჩააბაროვო ჯერაო, მერეო თვის ბოლოს მოხვალო და ფულს აიღებო, გავგიჟდი, აბა რიგში რას ჩამაყენეთ მეთქი, გამოვედი მომსახურების განყოფილებაში და ფრიად აღშფოთებულმა მოვახსენე ჩემი პრობლემა, ჩემი აღშფოთების შემდეგ აღმოჩნდა რომ ბარათის დაბლოკვა არაა საჭირო რახან ეს პროცედურა გაუქმდა და თანხის გატანა შემეძლო სალაროს ორდერის გამოწერის შემდეგ, გამომიწერეს ორდერი და მეც ბედნიერმა ცოტაოდენი რიგის მერე ავიღე ჩემი ნანატრი ფული.
ქატო იქა ფქვილი აქა, ცუდი სერვისი იქა, კარგად ინსტრუქტირებული მომსახურე პერსონალი აქა
This post has been edited by Kakha on 7 Apr 2008, 14:23