სასაცილო ამბავი:
გავიხედოთ რეკლამაა ტელევიზორში მოხტუნავე ბედნიერი ხალხი... TBC ბანკი თუგეზა ვი სტრონგა.. საკრედიტო ბარათის რეკლამაა ტიბისი ქარდი.. ვიფიქრე დროა ვიცხოვრო ადამიანურად ვიხადო კრედიტ ბარათით ამაყად ამოვიღო გოლდი.... მერე ვფარო ხელფასით.. როგორც დასავლეთში..
ტიბისი 55 დღიანი მომეწონა, მოასწრებ დაფარვას უეჭველი..
მივედი ფილიალში შევავსე განაცხადი ლურჯ ყელსახვევიანი გოგოები გიღიმიან ცქმუტვა მოგინდება... დაელოდეთ დადასტურებას და შემდეგ აიღებთ ბარათს.. სანუკვარი სიტყვებიც მოვისმინე..
გამოხდა ხანი... უცებ სმს მომდის ვაიმე ვინაა ვფიქრობ გავხსენი:
დადასტურება!! ვაშაააა წამოვიყვირე...
ვრეკავ ბანკში ბარატი როდის იქნება? სამშაბათს ან ოთხშაბათს... გადის დრო.. ვრეკავ ბანკში... ზეგ იქნება
ბოლო ბოლო მივედი მაზეგ.
მომცეს ბარათი.. ერთი ნიუანსი... რაც არ ვიცოდი თურმე ობიექტებზე ჩვენ გვეჭრება მომსახურების პროცენტი კარგი მაგი არაფერი სამაგიეროდ გოლდი ხომ მაქვს ვფიქრობ... ათვალ დღეიდადნ იწყება? ვეკითხები თან ამაყად მიჭრიავს ბარათი ხელში..
არაო!! ათვლა დადასტურების დღიდან გეწყებათო...
ანუ 6 დღე მოტეხეს (ჰუუ გავიფიქრე გულში)
კაი გოლდი ხომ მაქვს მაგი არაფერი ვფქირობ..
გავიდა დრო გოლდი მიდევს ჯიბეში ამაყად.. აჰა ბარი ვიზით გადახდა აკრია კარებზე... ძალიან კაგრი ვფქირობ ლუდების სმა რამე ... ამაყად ვზვიარ
დღეს მე ვიხდი!! ვაცხადებ ამაყად! მშვენიერი საღამო იყო მშვენიერი...
მოდის მიმტანი და მოაქვს ანგარიშ მეც ვდებ ბარათს შიგ ანგარიშში.. თან ცოტა შევანელე ჩადება რომ ენახათ რომ გოლდი მაქვს
ოფიციანტი ატარებს რაღაც მანქანაში და......
ბარათი ყალბია პატივცემულოო!!!
შეცრომა ნომერი ესა და ესა რაც ნიშნავს ბარათი ყალბია და უნდა ჩამოგართვათო..
გავგიჯდი გადავირიე.. გოლდი რომ არაა ჯანდაბას.. ყალბიც ყოფილა კაცო მეთქი?? შეიქმნა ერთი ამბავი კდიევ კარგი ქეში მქონდა.. გადავიხადე და წამოვედი მარტოობის შეგრძნებით... ბანკი ვერ იდგა ჩემს გვერდზე იმ საღამოს



კიდევ კარგი ფასტ ქარდ ექსპერტს დავურეკე მოერე დილით მოხსნა პრობლემა მყისვე!!!
და ვარ ბედნიერი
This post has been edited by Tiomen on 23 Apr 2008, 11:28