Alekodგაიხარე, მარა მეც ვიცოდი ეგ და პროსტო გუშინ არ შედიოდა!...
ისა, სალამი ღვთისაა... მარა შენ ბანკში არ ვმუშაობ(და საერთოდ
არსად ჯერ

)...
და აი სამაგიერო:
“სილქ როუდმა” ტელესააგენტო ჩამოაყალიბა
კომპანია “სილკ როუდი” დიდ საქმეს შეეჭიდა. ჩამოყალიბდა პირველი ქართული ტელესააგენტო “პროდაქშენ კომპანია”, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის განვითარება-პოპულარიზაციას შეეცდება.
ეს არის ქართულ ტელესივრცემდე ჩვენი ჩემპიონატის მიტანა-გაპიარების პირველი ორგანიზებული პრეცენდენტი და აქედან გამომდინარე უდავოდ სასურველი საქმეც.
“პროდაქშენ კიმპანია” უახლოეს პერიოდში პროდუქციას სატელევიზიო სივრცეში შეიტანს:
პაატა ბურჯალიანი (პროფლიგის პრეს-ატაშე)
“- ეს პროექტი პროფლიგისა და “ლოკომოტივის” პრეზიდენტებმა, დიმიტრი რამიშვილმა და ლექსო თოფურიამ მოიფიქრეს. ეროვნული ჩემპიონატი ტელევიზიებისთვის საინტერესო პროდუქტად უნდა მომზადდეს. მაღალი დონის ტელეპროდუქტის დასამზადებლად თასის ფინალზე დასაქმებული სამი ინგლისელი პროდიუსერი და ოთხმოცკაციანი ჯგუფი იმუშავებს. მთავარი ისაა, რაც თასის ფინალმა გვიჩვენა: “ქართული ფეხბურთის კარგად შეფუთვა” და მაყურებლამდე მიტანა, თურმე, შესაძლებელი ყოფილა. გააჩნია როგორ იმუშავებ. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტელეკომპანიებთან, რათა ახალი სეზონიდან უფრო მაღალ დონეზე გაშუქდეს ქართული ფეხბურთი, რაც მაყურებლის მასიურ დაინტერესებას გამოიწვევს... “პროდაქშენ კომპანი” ჩვენთან პრეცენდენტ ქმნის და ეს ძალიან კარგი წამოწყებაა.”
This post has been edited by bachanag on 8 Jun 2007, 21:05