ფორფეიტინგი აქ არავის, BOG აპირებს მას შემდეგ რაც ფაქტორინგის დაწყებიდან ერთი წლისთავი შესრულდება

.
კაი სქემას დავწერ პუნქტების მიხედვით ფაქტორინგი როგორ მუშაობს:
1. გამყიდველი მყიდველს აწვდის პროდუქციას/უწევს მომსახურებას და თან აწოდებს ანგარიშ-ფაქტურას.
2. ანგარიშ-ფაქტურის ასლებთან ერთად მიდის ბანკში და ბანკი გამოწერს ინვოისს სადაც დაფიქსირდება მიწოდებული საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება დღგ-ს ჩათვლით. ასევე ინვოისში ფიქსირდება ინვოისზე გადახდის თარიღი და საბანკო რეკვიზიტები.
3. ხდება ამ ინვოისზე სამმხრივი ცელმოწერის გაკეთება და ბეჭედი ( ბანკი, კლინეტი, დებიტორი)
4. ბანკი კლინეტის უფინანსებს ამ ინვოისის გარკვეულ პროცენტს წინასწარ ( დამოკიდებულია საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებაზე , მაქს. 90 მინიმუმ 60 ) . ამ თანხას აკლდება მართვის საკომისიო, რომელიც იანგარიშება ინვოისის ღირებულებიდან, და ეს სხვაობა, ანუ მაგ. ინვოისი*(0.9-მართვის საკომისიოს %) უჯდება კლიენტს ანგარიშზე. მართვის საკომისიო დამოკიდებულია კლიენტზე, დებიტორზე და მერყეობს 0.15-დან 1.5 %-მდე.
5. იმ დღიდან როგორც კი კლინეტს ანგარიშზე თანხა დაუჯდება, იწყება მეორე სახის საკომისიოს დარიცხვა, ესაა ჩვეულებრივი საპროცენტო განაკვეთი რომელიც მერყეობს 14-დან 18%-მდე და ესეც კლინეტზე და დებიტორზეა დამოკიდებული. დისკონტი ერიცხება წინასწარი დაფინანსების თანხას, ანუ ინვოისის 90%-ს ჩვენ შემთხვევაში, დღეებზე გაანგარიშებით.
6. მას შემდეგ რაც დებიტორი ბანკს სრულად ჩაურიცხავს მოთხოვნის თანხას, კლიენტს ბანკი უბრუნებს დარჩენილ თანხას, ჩვენს შემთხვევაში 10% მინუს მართვის საკომისიო.
არსებობს ბევრი ნიუანსი რაც გასათვალისწინებელია ფაქტორინგული ოპერაციის განხორციელებისათვის და ეს ზემოთ მოყვანილი სქემაც შეიძლება ბევრად უფრო მეტი პუნქტებისგან შედგებოდეს, მაგრად წარმოდგენის შესაქმნელად ჩემი აზრით ესეც საკმარისია.
შედეგად კლიენტი იღებს:
* თავისუფალ სახსრებს საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად
* თავიდან ირიდებს იმ თავის ტკივილს რაც ვალის ამოღებასთანაა დაკავშირებული
* აღარ ჭირდება თავიდან სესზე "ჩალიჩი" ბანკში ყოველ თანხაზე რაც დაჭირდება ( ფაქტორინგის საშუალებით თანხას იმავე დღეს იღებს კლიენტი როგორც კი ინვოისს მიიტანს ბანკში)
დანარჩენი კითხვების მერე......დავიღალე