#16531386 · 19 Nov 2009, 10:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
www.bestpay.ge
ეს არის საიტი სადაც თავმოყრილია "ქართუს" ინტერნეტ-მაღაზიები.
დღეისათვის არ ვიცი საქართველოს ბანკმა "დაქოქა" თუ არა თავისი ლიცენზიები ელ.კომერციაზე. თუ არა, ეს ნიშნავს რომ განსხვავება "ბოგის" და "ქართუს" სერვისებს შორის არის შემდეგი: თუ გააკეთებთ ინტერნეტ-მაღაზიას და ჩართავთ "ბოგის" სერვისს, თქვენს საიტზე შესული მომხმარებელი გადახდას შეძლებს მხოლოდ "ჯორჯიან ქარდის" ("ბოგ", "რესპუბლიკა", "კორ-სტანდარდ" და ა.შ.) ბარათებით. ხოლო თუ ჩართავთ "ქართუს" სერვისს თქვენს საიტზე შესული მომხმარებელი გადახდას შეძლებს მსოფლიოს ნებისმიერი ბანკის მიერ გამოშვებული ბარათით.
ინტერნეტ-მაღაზიის "ინსტიტუტი" კი მდგომარეობს შემდეგში: ინტერნეტ-მაღაზია ეს არის ვებ-გვერდი, სადაც მოთავსებულია ინფორმაცია გასაყიდი პროდუქტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ყველა ვებ-გვერდი არ წარმოადგენს ინტერნეტ-მაღაზიას. ანუ არსებობს ვებ-გვერდები, რომლებიც განკუთვნილია, მხოლოდ ინფორმაციის მიღებისათვის და პროდუქტის გაყიდვა არ წარმოადგენს მის დანიშნულებას. ინტერნეტ-მაღაზია არის მხოლოდ ის ვებ-გვერდი რომლის მიზანიც არის პროდუქტის გაყიდვა და მასში ინტეგრირებულია ამ ამოცანისათვის აუცილებელი ტექნიკური კომპონენტები (მომხმარებლის რეგისტრაცია, კალათების შექმნა, საგადამხდელო სისტემა და ა.შ.).
სტანდარტული ინტერნეტ-მაღაზიების სემპლები ინტერნეტში ყრია (ალბათ უფასოდაც), თუმცა რა თქმა უნდა ისინი მაქსიმალურად შეზღუდულია და თქვენს კრეატივს მასში ვერ გამოავლენთ. თბილისში არსებულ ვებ-სტუდიებში შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ინტეტნეტ-მაღაზიის დამზადება, ფასები 100-200 დოლარიდან იწყება დაახლოებით. ამ სერვისს (ინტერნეტ-მაღაზიის დამზადება) "ქართუც" გთავაზობთ.
|