ტკბილი სალამი
და მადლობა პირველ რიგში გამოხმაურებისთვის,
შენი მოვისმინე და მინდა ჩემი შთაბეჭდილებები და დასკვნები გაგიზიარო
შენი( იმედია არ გწყინს ასე რომ მოგმართავ უცნობ ადამიანს-თუმცა ეს კიდევ საკითხავია

. . . მაგრამ ასაკობრივი თანასწორობა მაძლევს ამის უფლებას და არამცდა არამც გაუზრდელობა. თავადაც ასე შეGიძლია მომმართო ყოფილო
კოლეგავ -აწ თანაფორუმელო) წერილის პირველი ოქტავიდან გამომდინარე მომეცა საიმედო ჟღერადობის სიგნალი იმისა რომ,ვინაიდან შენ ფიქრობ და დარწნუნებული ხარ რომ იცი,ხარ კიდეც ჩახედული ამ რთული ორგანიზაციული სისტემის ლაბირინთებში და შენი მხრიდან გაჟღერებული წყენის ნოტა ეყრდნობა უტყუარ და საიმედო მტკიცებულებებს.თუმცა კი იმედი მაქვს ,
ბოლომდე წაიკითხავ ამ წერილს და მიხვდები რომ ჩემ მიერ გადმოცემული ინფო არამცდა არამც არ უნდა გამხდარიყო შენი მხრიდან ჩემი სიტყვის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი,რაზეც ძალიან ვწუხვარ-(არასწორ ინტერპრეტაციაზე)
ვერ გავიზიარებ პატივცემულო კოლეგავ(და გული მიგრძნობს რომ მალე მოვა ეს დრო) იმ წერტილში ,სადაც შენ ჩემი მიდგომა მონათლე სუბიექტურად სესხების შეჩერებასა და საკადრო სეკვესტრთან მიმართებაში.
ყველამ იცის და მე ჩემი მხრიდანმოვახდინე და კიდევ ერთხელ ვახდენ
ფაქტის კონსტატაციას,რომ: სბ-ში მოხდა დიდი საკადრო წმენდა და პარალეურად
ადგილი იქონია ოპტიმიზაციის პროცესმა. გასაგებია და დაგეთანხმები,რომ ბანკმა
თავის ყველა ოპერაციის სისტემაში მოსაყვანად მიმართა ოპტიმიზაციას(რესტრუქტურიზაციასაც) და ეს ის თუ რა კონკრეტულ ფორმებს მიმართა ამ ეკონომიკური კატეგორიისა ეს გამომდინარეა მისი ფინანსური და შემდგომი განვითარების პერსპექტივაზე დაყრდნობით. ალბათ ეკონომისტებმა და ამსფეროსთან მჭიდრო კავშირში მყოფმა ჩვენმა თანაფორუმელებმა იციან და წარმოდგენა აქვთ იმაზე,თუ რა შემთხვევაში
მიმართავენ ორგანიზაციები შიდასამსახურებრივი ერთეულის და მათ შორის კადრების ოპტიმიზაციას-ზოგადად,როცა ეკონომიკური კრიზისის დროს კომპანიას სურს ხარჯების შემცირება და არსებული ბიზნეს-ოპერაციების ეფექტურობის ამაღლება.
მოცემული-სბ-ეს-მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ კი აქ მომხდარი კადრების რადიკალური ოპტიმიზაცია და თქვენ მიერ ნახსენები სამომხმარებლო სესხების კადრებისა/დეპარტამენტის მთლიანად ოპტიმიზაცია არის პირდაპირი შედეგი რითეილის
დავარდნისა და იმედია რითეილის გამოცოცხლების მერე აღდგება ეს დეპარტამენტი ცალკე დეპარტამენტად და კადრი კი კადრად.
რაც შეეხება პატივცემულო ადამიანო თქვენ არაპირდაპირ შენიშვნას ,იმის თაობაზე
თითქოსდა ჩემ წინამდებარე პოსტში ამოიკითხე შიშის და განგაშის სინდრომი (ეს სინდრომი"შიში"-ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის თემაა,ძალიანსერიოზული და ამ ფორუმზე არსებობს თემა"შიში"-გამეხარდება თუ თქვენ აზრს იქ დაპოსტავთ) იქნებ
კიდევ ერთხელ წაიკითხოთ და დარწმუნდებით რომ იქ არაფერი მსგავსი არ წერია.
შიში და პანიკა,ჩემი პოსტიდან კი არა აგვისტოს ცნობილი მოვლენების მერე დაიწყო ხალხში და ზოგადად მომხმარებლებში და თუ ჩავუღრმავდებით რაში გამოიხატებოდა ეს შიშები და უკმაყოფილებები ცალკე თემაში გადავალთ-პოლიტიკაში.მაგრამ ამაზე სხვა დროს და სხვა ადგილას-და შესაბამისი მომზადებული უნდა იყო ადამიანი რომ ამაზე,
მთელი ფორუმის წინაშე შენი აზრი დააფიქსირო.
ვწუხვარ რომ ჩემმა პოსტმა თქვენში პანიკის საფუძველი გამოიწვია,
ვიმეორებ კიდევ ერთხელ ,რომ კითხვა რომელიც მე დავსვი და რომელმაც ბევრგან -სხვადასხვა ფორმით გაიჟღერა არაა განგაშის საფუძველი და ეს კითხვა მდგომარეობს შემდეგში,
პოპულარულ ენაზე რომ დავსვათ:
როგორ მიაჩნია დამსწრე საზოგადოებას და როგორ უყურებს ეს საზოგადოება"სბ-ში
ანაბრებზე %-ტო განაკვეთების ზრდის ფაქტს?"-"დადებითად,თუ უარყოფითად?"
თუ შეიძლება შენი აზრიც გვითხარი ამის თაობაზე .
და კიდევ ერთი შეკითხვა:
რა ვადით გასტანს სავარაუდოთ დეპოზიტებზე მიმდინარე აქცია?
პ/ს: ყველას გილოცავთ დამდეგს ,
გახარებულები მენახეთ -მომდევნო წელში შევხვდებით

შენც გილოცავ. . .
This post has been edited by Aurea_ mediocritas on 31 Dec 2008, 01:58