irakotროგორ ჩანს კარგად არ იცი ამ პროდუქტის პირობები

ჯერ ერთი, ბარათის ყოველწლიურ საკომისიოს 35 ლარს იხდი
მხოლოდ წელიწადში ერთხელ.
მეორეც, 35 ლარიანი ბარათიდან თანხის გატანის საკომისიო არის 1%(!!!) მინ. 1 ლარი და არა 3% როგორც შენ გგონია.
3% მხოლოდ ელექტრონის ტიპის ბარათებზეა და მათ ყოველწლიური საკომისიო არ ერიცხებათ (!).
განვიხილოთ იმავე მაგალითი, ოღონდ სწორი საკომისიოებით

:
ვთქვათ, გაქვს 500 ლარიანი ლიმიტი, პირველ ტრანზაქციაზე გეჭრება 35 ლარი, რჩება 465.
465 ლარს ვაკლებთ 1% გატანის საკომისიოს და გაგვაქვს 460 ლარი (ბანკომატი თეთრებას არ იძლევა
ყველამ ვიცით). ანუ, პირველ გატანაზე რეალურად ვიყენებთ 460 ლარს, მაგრამ 55 დღეში
ვაბრუნებთ სრულ 500-ს.
თუმცა, შემდეგ გატანაზე გაგვაქვს 500 გამოკლებული 1%, ანუ 495 ლარი და ბუნებრივია ვაბრუნებთ 500 ლარს.
ამოცანა გვეკითხება რომელ წლიურ 100%-ზე საუბრობს
irakot, როცა 500 ლარიანი ლიმიტის პირობებში
55 დღის განმავლობაში გამოყენებულ თანხას კლიენტი მხოლოდ 5 ლარს უმატებს ზემოდან?
This post has been edited by la nina on 24 Jan 2009, 00:55
...Zombies eat brains. You’re safe... ;)