გმადლობთ ბატონო პრეზიდენტო

ამომწურავი თემის გახსნისთვის და სრულყოფილად მოცემული ინფორმაციისთვის. რაც შეეხება თიბისი ქარდის პირობებს, ძნელად გასაგები არაფერია.
თიბისი ქარდით მაქსიმალური საშეღავათო პერიოდია 55 დღე და მინიმუმია 25 დღე. კლიენტი თავად წყვეტს
როდის გამოიტანოს თანხა. ბარათი არის ელექტრონი, კლასიკი და გოლდ ტიპის, ანუ ნებისმიერ კლიენტზე გათვლილი. ზოგს აქვს იმის მოთხოვნა, რომ გოლდ საკრედიტო ბარათი ქონდეს. ამისვის უნდა გადაიხადოს კიდეც. ზოგს ელექტრონ ბარათი უნდა, რადგან მისთვის ინტერნეტში შესყიდვები არ არის მნიშვნელოვანი. რადგან ბარათი უფასოა, მაშინ ბანკომატიდან ცოტა მეტი უნდა გადაიხადოს.
საუბარი იმაზე, რომ თიბისი ქარდი არ არის კონკურენტული ბარათის, არის სრული სიცრუე და პირად კორპორატიულობას აყოლილი ნევროზის მძიმე გამოვლინება.
ახლა კი აგიხსნით პირობებს თქვენის ნებართვით და იმედია, გასაგები იქნება.
ერთ მშვენიერ დილას გადაწყვიტეთ, რომ შეიძლება უახლოეს ან გრძელვადიან პერსპექტივაში დაგჭირდებოდათ თანხა. წახვედით თიბისი ბანკის ულამაზეს ფილიალში, მიხვედით საკრედიტო ექსპერტთან და შეავსეთ განაცხადი. ეს ბედნიერი დღე ვთქვათ იყო
19 სექტემბერი.
გავიდა 2 საათი და თქვენს მობილურზე გაისმა სმს-ის ხმა, თქვენ წაიკითხეთ სმს, სადაც თიბისი ბანკი გატყობინებდათ, რომ დაგიმტკიცდათ საკრედიტო ლიმიტი 1000 ლარის მოცულობით და რომ მადლობლები იყვნენ თქვენთან თანამშრომლობისთვის. თქვენ 2 დღეში მიხვედით, ხელი მოაწერეთ ხელშეკრულებას და ბარათი წამოიღეთ. 26 სექტემბერს თქვენ თანხა გამოიტანეთ ბანკომატიდან 300 ლარის ოდენობით. შემდეგ დაიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როდის უნდა შეგეტანათ ეს თანხა.
ეს ძალიან მარტივია: რადგან 19 სექტემბერს დაგიმტკიცდათ ლიმიტი, მაშინ 19 ოქტომბრამდე დახარჯულ თანხას შეიტანთ 19 ოქტომბერს + 25 დღე = 13 ნოემბერი.
არც ისე ძნელია ხომ?
თქვენ 25 ოქტომბერს კვლავ გამოიტანეთ 400 ლარი. მაგრამ 13 ნოემბრამდე თქვენ უნდა შეიტანოთ მაქსიმუმ 300 ლარი, რაც 26 სექტემბერს დახარჯეთ ან მინიმუმ 10%. თქვენ შეიტანეთ 300 ლარი 13 ნოემბერს და უი, პროცენტი საერთოდ არ დაგერიცხათ.

ეხლა იმაზე დაიწყეთ ფიქრი, 400 ლარი როდის უნდა შეიტანოთ. 25 ოქტომბერს დახარჯული თანხა უნდა შეიტანოთ 19 ნოემბერს + 25 დღე = 14 დეკემბერი.
მაგრამ თქვენ ვერ შეიტანეთ 400 ლარი ამ დროს და შეიტანეთ მხოლოდ მინიმალური შენატანი 10% ანუ 40 ლარი. ამ 40 ლარიდან ჩამოიჭრა პროცენტი (მაგალითად 12 ლარი). 15 დეკემბერს უკვე თქვენი დავალიანება იქნება 372 ლარი. თუ ამ თანხას დაფარავთ 13 იანვრამდე, მაშინ პროცენტი აღარ ჩამოგეჭრებათ.
მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. იმედია, ჩემი ამ პოსტით ცოტა მაინც გავფანტე ნისლი თიბისი ქარდთან დაკავშირებით.
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეს.
This post has been edited by DОN on 16 Oct 2008, 12:05
არ არსებობს ცუდი და კარგი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შევხედავთ ამა თუ იმ საგანს. © უილიამ შექსპირი