კარგი ძალიან

რა კარგად აგვიხსნა ბატონმა დონმა ეს ყველაფერი

) შეეძლო მოდერსაც ეგეთი რამ გაეკეთებინა თავის დროზე..მაგრამ

))
ვთქვათ არის ასეთი სიტუაცია

)
დამიმტიკცდა 200 ლარი ლიმიტი..
5 ოქტომბერს.. და გავიტანე 200 სი ლარი.. მიწევს გადახდა 30 ნოემბერს.. ვიხდი მინიმალურს 10%-ს ანუ 20 ლარს..(იასნია რო პროცენტის გარეშე.. რაც ეხლა დონმა აგვიხსნა და არა მოდერმა, რითაც შეყავდა ხალხი შეცდომაში), დეკემბრის 30 ში, ანაც ერთი დღით ადრე შემაქვს დარჩენილი ძირი თანხის 180 ლარი + პროცენტი გასული 55 დღის.. ანუ პროცენტი 5 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე და ჩემი(კლიენტის ჩკუით) ვანულებ ბარათს.. ხო სწორია???? საახალწლოდ რო არ დამრჩეს არანაირი სესხი და პროცენტი გადასახდელი.. ჩავატარა ახალი წლები-შობა და ძველით ახალი წელი.. და დამჭირდა ფული.. მივდივარ ბანკომატში და გამაქვს ისევ 200 ლარი.. ანუ 15 იანვარს.. როგორც წესი ეს უნდა იყოს უპროცენტო.. არის კიდეც უპროცენტო ნაწილობრივ ოღონდ.. 30 იანვარს მე მაინც მექნება შესატანი 30 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე დარიცხული პროცენტი.. ხო ასე არის???? ამ დროს მე რას ვშვრები? არ უნდა მომეშალოს ნერვები??? ვიცი რო უპროცენტო გამაქვს.. მაგრამ რატომღაც ძველ პროცენტს ვიხდი ახალ წელს, რასაც არ ველოდებოდი არანაირად.. მე რო მოვდიოდი 29-30 დეკემბრს მქონდა ჩაფიქრებული რო დამეხურა დავალიანება და როცა დამჭირდებოდა მაშინ გამომეტანა.. მაგრამ არა.. ბანკმა რაც მითხრა ის გადავიხადე.. მაგრამ აღმოჩნდა რო თურმე ერთი თვის შემდეგ კიდევ მაქვს გადასახდელი პროცენტი..
გამოდის ის რომ ყოველ თვიურად ვიხდი მაინც პროცენტს.. ჩემთვის ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რას დაარქმევს ბანკი ამ პროცენტს.. წინა თვის პროცენტს თუ ამ თვის თუ რას საერთოდ.. ფაქტია რომ ჩემი სურვილის მიუხედავად ვერ ვანულებ ამ ბარათს ისე, რომ არ მქონდეს გადასახდელი ყოველ თვიურად..
ეხლა ეს მე გავერკვიე ამ სიტუაციაში.. და ვიყავი კიდეც გარკვეული.. იმიტო რო ვმუშაობდი ამ ბანკში.. და ერთი პერიოდი მინდოდა საკრედიტოში გადასვლა.. მაგრამ აბა ეხლა კლიენტს კითხეთ?? თუ გაიგებს ??? ძნელად დასარწუმენებელია კაცი რომელსაც ეუბნები რო უპროცენტო გაქვსო.. მაგრამ თურმე წინა თვეების მაინც გადასახდელი გაქვს თქო.. აბა მე რა შემოვიტანე 30 დეკემბერსო არ იკითხავს??? ხო გითხარით რო რაც მაქვს გადასახდელი რო დაიფაროს ყველაფერი გადამახდევინეთო??? ეს კითხვა ძალიან ბევრს დაუსმია და ეს ყველამ კარგად იცის.. ფრონტზე ვინაც ზის და საკრედიტოში ვინც იღებს საოპერაციოს ზარებს..
მოუხერხებელია ეს ყველაფერი უბრალო კლიენტისთვის.. პროცენტი ადრევე უნდა იყოს გადასახდელი.. და როცა კაცი გადაწყვტს რო მართლაც უპროცენტოს გატანა უნდა.. იმიტო რო არა აქვს იმდენი შემოსავალი, რომ ზედმეტი პროცენტი გადაიხადოს და ყველაფერი გათვლილი აქვს ოჯახის ბიუჯეტში.. არ აღმოჩნდეს ასეთ სიტუაციაში...
იმედი მაქვს კარგად წაიკითხავს მოდერიც და დონიც, რომელიც აშკარად თიბისი ბანკის თანამშრომელია და მართლაც უნდა რო კლიენტებისათვის მაქსიმალურად ეფექტიანი და საჭირო პროდუქტით ისარგებლოს ბანკის კლიენტებმა. ამაში ორი აზრი არ არსებობს.. ვიცი ამ ბანკის თანამშრომლების სურვილი და შესაძლებლობა.. გაგიმარჯოთ თქვენს საქმეში თიბისელებო!!!