ერთი ესეთი კითხვა მაქვს რაა:
2011-2012 წლებში სამსახური დავკარგე და თიბისის ვალი შემეტენა 3000 ლარი - ორი ბარათი (ჯარიმებიანად და სირობებიანად 5-6 ათასი იყო). მერე როგორც ხდება - პრობლემურიდან დამიკავშირდნენ (ტრიბა), ტვინი ამიდუღეს, მეჩალიჩნენ და ამ თემის ერთ-ერთი აქტიური იუზერის დახმარებით ისე გადამინაწილეს 10 თვეზე (თუ არ ვცდები) ვალის დაფარვა, რომ ჯარიმები მთლიანად (მემგონი) მაპატიეს.
მოკლედ ის ვალი დავფარე გაჭირვებით.
ვალი გავისტუმრე თუ არა, თითქმის ეგრევე რასაც ქვია "ტუზი დამეცა": მაღალანაზღაურებადი სამსახურიც ვიშოვე, დიდი თანხაც მიანდერძეს და სანათესაოდან გაყიდული კომერციული ფართიდანაც ჩემი მსუყე წილიც მივიღე (ღმერთმა ქნას ყველას ასე გაგმართლებოდეთ).
ხოდა სადამდე მივდივარ მოკლედ - ეხლა ნამდვილად არ მიჭირს, კარგი ხელფასი მაქვს, დიდი ხანია ყველანაირი ფინანსური ვალდებულებები და პრობლემები მოგვარებული მაქვს, ხელფასიც ბედის ირონიით სწორედ თიბისიში მერიცხება. მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ შავ სიაში თუ არ ვარ, ბანკისთვის (თიბისისთვის) არასასურველ კლიენტად მაინც ვითვლები ალბათ. ხოდა რამე ხერხი არ არსებობს რომ თიბისის ჩემზე "გული მოუბრუნდეს"

ან დარწმუნდეს რო უკვე გადახდისუნარიანი ბიჭი ვარ?

მაინც 5-7 წელი უნდა გავიდეს რო ნდობა დავიბრუნო?
This post has been edited by Luca Brasi on 22 Sep 2014, 23:19