barnabeka ჩემგან მაგ კითხვაზე გადაჭრით პასუხი არ გამოვა ხომ ხვდები...მე ჩემ სიტუაციას გეტყვი და შენს საქმეს როგორ გამოადგება, თვითონ გადაწყვიტე...
მქონდა 350 ლარი სესხი. ყოველდღიური ჯარიმებით ავიდა და 1050-ზე (300%-ზე) შეწყდა თანხის ზრდა.
ვთავაზობდი ხან 500-ს, ხან 600-ს. კომიტეტი განიხილავსო და რაღაცეებს მეუბნებოდნენ...გავიდოდა ორი კვირა და მეუბნებოდნენ კომიტეტმა უარყოფითი პასუხიო

)
ანუ ამ ლოდინის პერიოდში ჯარიმა იზრდებოდა...ბოლო შეთავაზება გავუკეთე 500-ს დაგიფარავთ და 200 როცა მექნება, 2 თვის განმავლობაში მოგცემთთქო...
უარი მიითხრეს დედამოტნულებმა...სესხის აღებიდან გასული იყო 4 თვე...ესე რომ გამამწარეს, საერთოდ ###ზე დავიკიდე და სესხის აღებიდან მე-10 თვეს გადაეცა სასამართლოს, რომელმაც 3 თვეზე გადამინაწილა 700 ლარი...
4 თვის თავზე ვაძლევდი მაგ თანხას და დამატებით 9 თვე ძალით გაიტენეს.
სხვებისგანაც ვიცი რომ სასამართლო უკეთესი ვარიანტია, ვიდრე მაგათთან მოლაპარაკება. არაკეთილსინდისიერები არიან...
საამაყო არაა და არც იმას ვიტყვი რომ არ ვფიქრობ მიმდინარე სესხზე, რომელიც მსგავსი ორგანიზაციდიიდან ეხლა მაქვს კიდევ, მაგრამ მკიდია იმათი რეკვები...დედის პირი დავაფარე სახლში რომ დარეკეს და მერე საერთოდაც გაჩერდნენ...
დანარჩენი თვითონ გადაწყვიტე...