KickOffჩემი გჯერაა?
გაათმაგებული ოდენობა შეიძლება გაზვიადებულია, მაგრამ ელემენტარულ 100-200 ლარიან სესხზე, გამარტივებული წარმოების და აღსრულების საფასური 150 ლარი მინიმუმ ემატება, აღარაფერს ვამბობ საფინანსო ორგანიზაციის მიერ დამატებულ პროცენტებზე. ამიტომ ლოგიკას ვერ ვხედავ, აღსრულებამდე რომ მიყავთ ასეთი დაბალთანხიანი სესხები მსესხებლებს.
* * *
MPOWER007სამსახურს კი დაიწყებ, მაგრამ აღმასრულებლისთვის ცნობილი გახდება მაშინვე და ხელფასიდან ჩამოგაჭრის თანხას. მერწმუნე ნამდვილად არ არის სასიამოვნო მთელი თვის ნამუშევარი თანხის ნახევარი შენს სასესხო ვალდებულებებში როცა მიდის. შესაბამისად სამსახურის დაწყების მოტივაციაც ნაკლები გაქვს. პლიუს ამას, ქართველი არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლები, აღსრულებიდან ხელფასის დაკავების წერილის მიღების შემდეგ, ხშირად ათავისუფლებენ ასეთ "პრობლემურ" დასაქმებულებს სამსახურიდან, რაც არ არის კანონიერი, რა თქმა უნდა.
ნოდარი13ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. მასე შეიძლება პიროვნება ქვეყანაში არ იმყოფებოდეს წლების განმავლობაში, ვერაფერი გაუყიდონ და სესხიც ხანდაზმული გახდეს. უბრალოდ, როდესაც გადაწყვეტ რომ აღარ გადაიხადო სესხი და წლები იყო თავის დაღწევაში, თავად უნდა განსაზღვრო, რამდენად გიღირს.
* * *
mr_pikopaკი ბატონო, გამარტივებული სამსახურიდან მიღებულ შეტყობინებაზე თუ უარყოფით პასუხს გაცემ, სასამართლოში მოხდება განხილვა. სასამართლოს რაც შეუძლია, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებაა. პრაქტიკაში, სამწუხაროდ, იშვიათი თუ მიყვება სასამართლომდე.
რაც შეეხება დაყადაღების საკითხს, საფინანსო ორგანიზაციების თანამშრომლებს, პრობლემური აქტივების მართვით ვინც არიან დაკავებულები, აქვთ მხოლოდ სასამართლომდე და აღსრულებამდე საქმის მიყვანის უფლება. ყადაღა აღმასრულებლის უფლებამოსილებაა. აღმასრულებელი კი, თუ დარწმუნდება, რომ მოვალე ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე, იქ აყადაღებს მოძრავ ნივთებს, მოუხედავად იმისა, საგარანტიო მოწმობები და ნივთის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ გააჩნდეს სხვა პირს. ნივთის კუთვნილების საკითხი უნდა გაირკვეს სასამართლოში.
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილი:
თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი პირს იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.
კრედიტორი კი ისევ ის საფინანსო ორგანიზაციაა, ვისგანაც ვისესხეთ თანხა.
This post has been edited by Alfred Shnobel on 28 Aug 2015, 10:07