დავიდ ვილიარას იზავენ და გიჩივლებენ და ამოიღებენ ამოსაღებს, რა უნდა ქნან კითხვა რატომ გეზარება? მზა პასუხები რომ გაინტერესებთ ყველას წაიკითხეთ რა გვეცით პატივი.
მოკლედ შეპირებისამებრ ვპოსტავ სასამართლოს შედეგს, არ მეცალა გუშინ რომ დამეპოსტა,
ვივუსის სასამართლო მქონდა 15 აპრილს ანუ პარასკევს, რომელ კანტორამაც მიჩივლა და ადვოკატი ვინც უნდა გამოცხადებულიყო დაჟე ის სამსახურიდანაც კი წასული იყო და გაიჩითა სხვა ვიღაც კახპა გოგო, მოკლედ დაიწყო სასამართლოს განხილვა და როგორც ყოველთვის მოსამართლემ მოგვმართა იქნებ მორიგებით დაგვესრულებინა ეს თემა და სასამართლო გნახილვა არ დაწყებულიყო, რაზეც კატეგორიულად პოზიცია დავაფიქსირე, რომ მათთან შეთანხმება შეუძლებელი იყო თავიდანვე ვცდილობდი, მაგრამ უარზე იყვნენ, ბოლოსაც 3 ჯერ ვიყავი მისულითქო ვთავაზობდი თანხას 800 ლარს ძირი 650 დან მაგრამ უარი განმიცხადესთქო, ნუ იმან დაიწყო იქ ბოდიალი აგრესიული ტონით რომ პროცენტი შევამცირეთ და დათმობაზე წავედითო ანუ 2300 ხომ ითხოვდნენ და ეხლა ჩამომიყვანეს ვითომ 1300 ლარზე

შეღავათი გამიკეთეს ვითომ....
ლამის სიცილით გავიგუდე, მოსამართლეს მივმართე, რომ ძირს ვცნობდი, საკომისიოს საწყისი რაც იყო 90 ლარი ვცნობდი, ხოლო დარიცხულ პროცენტს არ ვცნობდი და არ ვაღიარებდი რადგან, ვადის ამოწურვამდე ანუ 30 დღე სანამ გავიდოდა მე მათ ვუკავშირდებოდი და ვუხსნიდი სიტუაციას, რომ მქონდა პრობლემები სერიოზული და ვერ ვახერხებდი გადახდას, ვითხოვდი სულ რაღაც 2-3 თვეზე გადანაწილებას, და ეს პროცენტიც არ დაირიცხებოდა და სასამართლომდეს არ მოვიდოდა საქმეთქო, რაზეც კატეგორიულად უარი მტკლიცეს, სპეციალურად რადგან გაეზარდათ პროცენტები და თანხა ასულიყო მაქსიმალუ ოდენობამდეთქო, მერე თვითონვე მირეკავდნენ და მთავაზობდნენ გადანაწილებას რაზეც მე კატეგორიულად უარი განვუცხადე და ვუთხარი რომ მიემართათ სასამართლოსთვის, მემუქრებოდნენ მაშანტაჟებდნენ და ა.შ. მაგრამ მაინც ველოდებოდი სასამართლოსთქო,
მოკლედ მოსამართლემ მოისმინა ჩემი პოზიცია, ადგა, გაიკეთა სტრეპონი და ეს შენი კახპა ადვოკატუშკა გადაკუზა

ანუ - მიუტრიალდა და იმას ელაპარაკებოდა, გიკმაყოფილდებათ სარჩელი ნაწილობრივ: კერძოდ, რადგან მოპასუხე სცნობს ძირ თანხას, ასევე საკომისიოს და არ აცხადებს უარს გადახდაზე, 740 ლარი დაეკისრება გადასახდელად, ასევე მოთხოვნილი პირგასამტეხლო მცირდება , ანუ 650 ლარს ითხოვდნენ. 650 ლარიდან დატოვა 125 თუ 126 ლარი პირგასამტეხლოს პონტში (1 წელი გავიდა ბოლო ბოლო იმ სესხიდან, მაინც არ ვთვლი რომ უნდა დამრიცხვოდა მაგრამ რას იზავ სად ის თანხა და სად ეს ), რადგან ეს თქვენი მოთხოვნილი თანხა სასამართლომ ჩათვალა რომ არის არაგონივრული, ასევე ბაჟის ნაწილში მოპასუხეს დაეკისრება 126 ლარიდან 3 პროცენტი გადასახდელად.
მოკლედ ჯამში გამოვიდა 870 ლარი გადასახდელად, ტიპებს 800 ლარს ვთავაზობდი..... ცოტა მეტი კი გამოვიდა მაგრამ რეალურად არ უღირდათ სასამართლო აქედან თვითონაც ხომ გადაიხადეს ბაჟი, ამიტომ ჩემო მეგობრებო და კარგო ხალხო, არ შეუშინდეთ არაფერს თუ არასწორად მოგექცნენ და თქვენ ხართ მართლები, სასამართლო კარგად განიხილავს ჯერ ჯერობით ამ საკითხებს.
რაც შეეხება "გადამგდებ" (ბანკების და მიკროსაფინანსოების პონტში ვგულისხმობ, ცუდად არ გაიგოთ

) ხალხს - საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ნადმვილად, რაც გინდათ ის ქენით მაგრამ

არვიცი ამ შემთხვევაში თქვენთვის სასამართლო როგორ გადაწყვიტავს საქმეს, ან რას ილაპარაკებთ იქ, ამიტომ ჩემი ნაწერებიდან დასკვნებს ნუ გამოიტანთ და ნუ იქნებით არხეინად.
ეს არის მხოლოდ ჩემზე გადახდენილი ისტორიები და სამართლებრივად გიხსნით პროცედურებს და ა.შ. დანარჩენი რავიცი რით გიშველოთ.
This post has been edited by Silkroad on 17 Apr 2016, 08:51